August 595
ge

en_ეროვნული არქივს მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონს დღეს თავდაცვის სამინისტროს წეროვნის მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრიდან სამხედრო მოსამსახურეები ეწვივნენ. 

სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ, ასევე ისტორიკოსმა მიხეილ ბახტაძემ სამხედრო მოსამსახურეებს პირველი რესპუბლიკის საქმიანობის მნიშვნელოვანი დეტალები გააცნო. სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ეროვნული არქივის გამოცემა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, რომლის ავტორიც ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძეა.

სამხედრო მოსამსახურეებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა უმასპინძლეს. ღონისძიებას სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად  თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეაპრტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კარლო ლაბაძე დაესწრო.