მაისი 548
en

მკვლევართა მომსახურება

მკვლევართა საყურადღებოდ!

მკვლევართა დარბაზები მუშაობს შემდეგი წესების დაცვით: 

  • მკვლევართა დარბაზში დაიშვება მხოლოდ ის პირი, რომელსაც წერილობითი განცხადების საფუძველზე აქვს მკვლევართა დარბაზში მუშაობის ნებართვა;
  • პირი დარბაზში დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის წესით. ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ მკვლევართა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ;
  • მკვლევართა დარბაზში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს - https://www.archival-services.gov.ge/reservation/
  • ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ჯავშნის განხორციელებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
  • თუ პირი დარბაზში არ გამოცხადდება ჯავშანში მითითებული დროიდან 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი ავტომატურად უქმდება.

მკვლევართა დარბაზების სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში ხუთი სამუშაო დღით - ორშაბათიდან  პარასკევის ჩათვლით,  09:30  საათიდან 17:00 საათამდე, გარდა დასვენების (შაბათ-კვირა) და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეებისა.

მკვლევართა დარბაზი არ იმუშავებს 2022 წლის 8 აგვისტოდან  9 სექტემბრის ჩათვლით.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის დედანს ან მის ელექტრონულ ასლს (შემდგომში - დოკუმენტი) მკვლევარი გაეცნობა წერილობითი მიმართვის საფუძველზე ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ნებართვით. ნებართვის მოქმედების ვადა სამი თვეა. ამ ვადის განმავლობაში მიმართვა რეგისტრირებულია მკვლევართა რეესტრში. ვადის ამოწურვის შემთხვევაში ნებართვა გაიცემა მკვლევრის ახალი წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს:

  • მკვლევრის სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სამუშაო ან სასწავლო ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია - მისამართი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი, სამუშაო თემა და მისი ქრონოლოგიური ჩარჩოები. მიმართვა აგრეთვე უნდა შეიცავდეს მკვლევრის სამუშაო ან სასწავლო მიზნიდან გამომდინარე დოკუმენტებთან დაშვების დასაბუთებას. გამონაკლის შემთხვევებში დოკუმენტებთან დაშვება შესაძლებელია სამუშაო ან სასწავლო მიზნის გარეშეც, თუ წერილობით მიმართვაში მითითებული გარემოებები ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ დოკუმენტების გაცნობის ან/და დოკუმენტიდან ამონაწერის გაკეთების საჭიროებას.
  • წერილობით მიმართვას უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • სამუშაო თემის შეცვლის შემთხვევაში მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს ახალი წერილობითი მიმართვა.

მკვლევართა დარბაზში  მკვლევრის დაშვება ხდება წერილობითი მიმართვიდან  (მათ შორის ელ. ფოსტით -  readingroom@archives.gov.ge) 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

მკვლევრის წერილობითი მიმართვის ნიმუში:  ქართული,   English Русский 

 

მკვლევართა დარბაზებში საარქივო მომსახურების ვადები და საფასური რეგულირდება ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით (ქართულიEnglish,  Русский).

 

მკვლევართა დარბაზებში  დაშვება  და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.

 

მკვლევართა დარბაზში მკვლევართა ქცევის წესი რეგულირდება ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით.