ოქტომბერი 548
en

სემინარები და ტრენინგები

ეროვნული არქივი ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დაკომპლექტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ატარებს გეგმურ სემინარებსა და ტრენინგებს. სემინარების განმავლობაში ეროვნული საარქივო ფონდის შემქმნელი დაწესებულებების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლები ეცნობიან ამ სფეროში გეგმით გათვალისწინებულ საკანონმდებლო სიახლეებს.

სემინარებისა და ტრენინგების წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ეროვნულ არქივში ასევე ფუნქციონირებს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების შემსწავლელი კურსები, რომლებიც მოიცავს სემინარებსა და პრაქტიკებს.

კურსების მიზანია: საარქივო საქმისა და საქმისწარმოების სფეროში მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების   მომზადება; კურსების მონაწილეებისთვის საარქივო საქმისა და საქმისწარმოების ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის გაცნობა, თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა.

კურსები განკუთვნილია მათთვის, ვინც მუშაობს ან სურს მუშაობა საარქივო საქმესთან და საქმისწარმოებასთან  დაკავშირებულ სფეროებში და საჭიროებს ამ საკითხებში ცოდნის შეძენას ან გაღრმავებას. კურსის გავლის მსურველს შეუძლია, საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე, ამოირჩიოს შესაბამისი კურსი ან თემების შერჩევით თავად დაგეგმოს ის.

კურსები:

  1. საარქივო საქმე (ზოგადი კურსი);
  2. საარქივო საქმე ეროვნული საარქივო ფონდის შემქმნელ დაწესებულებებში;
  3. საქმისწარმოება;
  4. პრაქტიკები უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისთვის.

 

კურსებზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: tnergadze@archives.gov.ge

მეცადინეობები დაიწყება ჯგუფების შევსებისთანავე. დაწყების დრო გეცნობებათ ელ. ფოსტაზე (საფასური და ვადები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით "ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების შესახებ").