March 548
ge

en_ალბომი „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“

 

ალბომი „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს არსანიშნავად გამოიცა.

პუბლიკაციაში ასახულია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე, წარმოაჩენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას და ხაზს უსვამს ამ სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობას.

გამოცემაში წარმოდგენილი დოკუმენტები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოში, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდში, Associated Press-შიმ ჰუვერის ინსტიტუსა და კერძო კოლექციებში.

წიგნი მომზადდა საქართველოს ეროვნული არქივის მიერ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.

რედაქტორი: სოფიო ჯობავა

ინგლისური ტექსტის რედაქტორი: რაიან შერმანი

წიგნზე მუშაობდნენ: ქეთევან კობიაშვილი, ვალერი ლევჩენკო, ქეთევან სადაგიშვილი, ნიკოლოზ სეფიაშვილი, ლიანა სონღულაშვილი, ხატია ქინქლაძე, თეა ქიმერიძე, მაია ქირია, რაიან შერმანი, ლევან ძინძიბაძე, ანანო ხორავა, მარიამ ჯანიკაშვილი

დიზაინერ-დამკაბადონებელი: მაკა ცომაია