მარტი 548
en

საგამოფენო პავილიონი

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეა 2016 წლის 21 ივლისს გაიხსნა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის პირველ სართულზე განთავსებულია საგამოფენო დარბაზი, ხოლო ანტრესოლზე - მედიათეკა, წიგნების მაღაზია და კაფე. მედიათეკაში ისარგებლებთ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებაზე ქართული და უცხოენოვანი წიგნებით, ასევე კომპიუტერებითა და ინტერნეტით.

მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ საარქივო დოკუმენტების გამოყენებით დამზადებული ეროვნული არქივის გამოცემული წიგნები და მრავალფეროვანი პროდუქცია.

საგამოფენო დარბაზში ძირითადად წარმოდგენილია ექსპოზიციები, რომლებიც დამთვალიერებელს აცნობს ეროვნულ არქივში დაცულ საგანძურს. გამოფენებთან ერთად საგამოფენო პავილიონში იმართება საჯარო ლექციები, საგანმანათლებლო პროექტები და გამოცემების პრეზენტაციები.

გამოფენათა დათვალიერება, ისევე, როგორც მედიათეკით სარგებლობა, უფასოა. 

პავილიონის სამუშაო დრო

სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 

11:00 - 19:00 სთ.