უკან დაბრუნება
მარცხნივ: ივანე აბაშიძე

მარჯვნივ: ივანე აბაშიძე და მისი შვილი დოდო აბაშიძე

[1920-იანი წლები]

On the left: Ivane Abashidze

On the right: Ivane Abashidze and his son Dodo Abashidze

[1920s]

მარცხნივ: ივანე აბაშიძე
მარჯვნივ: ივანე აბაშიძე და მისი შვილი დოდო აბაშიძე
[1920-იანი წლები]
On the left: Ivane Abashidze
On the right: Ivane Abashidze and his son Dodo Abashidze
[1920s]

დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის  იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „დოდო აბაშიძე - 100“ 2024 წლის 20 სექტემბერში გაიხსნა. დამთვალიერებელს 3 თვის განმავლობაში ჰქონდა  საშუალება, ექსპოზიციაზე ეხილა დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, მისი პორტრეტები და საოჯახში არქივში დაცული სურათები.

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი დოდო (დავითაბაშიძე ივანე აბაშიძისა და ნინო ანდრონიკაშვილის ოჯახში 1924 წელს დაიბადამისი მშობლები მსახიობები იყვნენივანე აბაშიძე რეჟისორ სანდრო ახმეტელთან ერთად 1937 წლის რეპრესიებს შეეწირა.

რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 1949 წელსდოდო აბაშიძე გახდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრის დასის წევრითეატრში 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში მონაწილეობდამათ შორისაა „პეპო“, „ოთარაანთ ქვრივი“ „რღვევა“, „ხევისბერი გოჩა“, „ყაჩაღები“.

1954 წლიდან იღებდნენ კინოშიმხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 70-ზე მეტი ლიმათ შორისააბიჭიკო („ჭრიჭინა", 1954), აბდუშაჰილი („ბაშიაჩუკი“, 1956), უშანგი („მე ვიტყვი სიმართლეს", 1957), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ალუდა („ხევსურული ბალადა“, 1965), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი", 1967), ბაჩუა („ტარიელ გოლუა“, 1968), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში", 1969), პოლიციის პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები", 1973), ნესტორ კალანდარიშვილი („ციმბირელი პაპა", 1973), იასონი („პირველი მერცხალი", 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი", 1976), ვარლამი („რაჭაჩემი სიყვარული", 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე", 1978), გიორგი („ფესვები", 1987) და სხვა.

რეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან ერთად გადაიღო ორი ფილმი: „ამბავი სურამის ციხისა" (1984), სადაც თავადაც ასრულებდა ოსმან აღას როლს და „აშიკ-ქერიბი“ (1984).

დოდო აბაშიძეს 1961 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭამამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მიღებული ჰქონდა საერთაშორისო ჯილდოები ფილმებისათვის „დიდი მწვანე ველი“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ და „პირველი მერცხალი“.

დოდო აბაშიძე 1990 წელს გარდაიცვალა.  დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში

გამოფენის კურატორი: თეა ქიმერიძე