საპატიო ყარაული ეგებება მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციას თბილისის რკინიგზის სადგურზე. 1920 წლის სექტემბერი.
The guard of honor welcomes the delegation of the Second Socialist International at the Tbilisi railway station. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის დახვედრა თბილისის რკინიგზის სადგურზე, სტუმრებს ხვდებიან საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია (ცენტრში თეთრი ქუდით) და თბილისის ქალაქისთავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი (ცენტრში, მანქანასთან, შავი ქუდით). 1920 წლის სექტემბერი.
Delegation of the Second Socialist International is met at the Tbilisi railway station by the Chairman of the Government of Georgia Noe Zhordania (in a white hat in the center) and the mayor of Tbilisi Benjamin Chkhikvishvili (in a black hat in the center, near the car). September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან მიღებაზე თბილისში. 1920 წლის სექტემბერი.
The delegation of the Second Socialist International is attending a reception, held by Noe Zhordania, the Chairman of the Government of Georgia in Tbilisi. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში. თბილისი, დამფუძნებელი კრების სასახლე. მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: ალბერტ ინგელსი, სარა ჰიუსმანსი, ადრიენ მარკე, ეთელ სნოუდენი, თომას შოუ, მარტა ჰიუსმანსი, პიერ რენოდელი. მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: კამილ ჰიუსმანსი, ლალა ვანდერველდე, ჯეიმს რამზეი მაკდონალდი (ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი), ემილ ვანდერველდე (ბელგიის მოქმედი იუსტიციის მინისტრი), ლუი დე ბრიუკერი, კარლ კაუცკის მდივანი ოლბერგი. 1920 წლის სექტემბერი.
Visit of the delegation of the Second Socialist International to Georgia. Tbilisi, Palace of the Constituent Assembly. Sitting from left to right: Albet Ingels, Sara Huysmans, Adrien Marquette, Ethel Snowden, Thomas Show, Martha Huysmans, Pierre Renaudel; from left to right are standing: Camille Huysmans, Lalla Vandervelde, James Ramsay MacDonald (future British Prime-Minister), Emile Vandervelde (Beldian Minister of Justice), Louis de Breuker, Olberg – secretary of Karl Kautsky. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია თბილისის ქუჩებში. 1920 წლის სექტემბერი.
დაცულია ბელგიის სოციალულრი ისტორიის ინსტიტუტში
Delegation of the Second Socialist International in the streets of Tbilisi. September 1920.
Preserved at Amsab - Institute for Social History
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრების პატივსაცემად გამართული სადილი თბილისში. 1920 წლის სექტემბერი.
Dinner in honor of the members of the delegation of the Second Socialist International, held in Tbilisi. September 1920.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1920 წლის 10 სექტემბრის საგანგებო სხდომის ოქმი. სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ბათუმსა და თბილისში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის დახვედრის დეტალებთან დაკავშირებით.
Minutes of the Extraordinary Sitting of the Central Committee of the Social-Democratic Workers' Party of Georgia, September 10, 1920. The details of meeting of the delegation of the Second Socialist International in Batumi and Tbilisi were discussed at the sitting.
თბილისში რკინიგზის სადგურზე მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის დახვედრისა და საზეიმო ცერემონიის პროტოკოლი.
Protocol of meeting and solemn ceremony at the railway station in Tbilisi, dedicated to the delegation of the Second Socialist International.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის დახვედრის ცერემონიის შემდგომი ღონისძიების პროტოკოლი.
Protocol of the event following the welcoming ceremony of the delegation of the Second Socialist International.
ინგლისელი სოციალისტის, ბრიტანეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის – რამზეი მაკდონალდის – სიტყვით გამოსვლა თბილისში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართულ დემონსტრაციაზე. 1920 წლის სექტემბერი.
British Socialist, future British Prime-Minister, Ramsay MacDonald is giving a speech at a demonstration, held in Tbilisi, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. September 1920.
ბელგიელი სოციალისტის – კამილ ჰიუსმანსის – სიტყვით გამოსვლა თბილისში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართულ დემონსტრაციაზე. 1920 წლის სექტემბერი.
Belgian Socialist Camille Huysmans is giving a speech at a demonstration, held in Tbilisi, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. September 1920.
ნაწყვეტი მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის სტუმრობასთან დაკავშირებული დამფუძნებელი კრების 1920 წლის 17 სექტემბრის საგანგებო-საზეიმო სხდომის სტენოგრამიდან.
Excerpt from the transcript of the extraordinary-solemn sitting of the Constituent Assembly of September 17, 1920, in connection with the visit of the delegation of the Second Socialist International.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის სტუმრობასთან დაკავშირებული დამფუძნებელი კრების საგანგებო-საზეიმო სხდომის ოქმი.
Minutes of the Extraordinary-solemn Session of the Constituent Assembly in connection with the visit of the Second Socialist International.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციისათვის საჩუქრად გადაცემული დოკუმენტებისა და ქართული მუსიკალური ნაწარმოებების სანოტო გამოცემების ნუსხა.
List of documents and notation publications of Georgian musical works, gifted to the delegation of the Second Socialist International.
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტური და სოციალისტ-რევოლუციური პარტიების წერილობითი თანხმობა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის დახვედრის ცერემონიაში მონაწილეობის საკითხზე.
Written consent of the Socialist-Federalist and Socialist-Revolutionary Parties of Georgia on the participation of the delegation of the Second Socialist International in the welcoming ceremony.
ბელგიელი სოციალისტები – ემილ ვანდერველდე (მარცხნივ) და კამილ ჰიუსმანსი (მარჯვნივ) – თბილისში, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიასთან ერთად. 1920 წლის სექტემბერი.
დაცულია ბელგის სოციალური ისტორიის ინსტიტუტში
Belgian Socialist Camille Huysmans (on the right) - in Tbilisi, together with the Chairman of the Government of Georgia Noe Zhordania. September 1920.
Preserved at Amsab - Institute for Social History
ნაწყვეტი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრების გაერთიანებული სხდომის სტენოგრამიდან. 1920 წლის 17 სექტემბერი.
Excerpt from the transcript of the joint sitting of the Central Committee of the Social Democratic Party of Georgia and the members of the Second Socialist International. September 17, 1920.
ფრანგი სოციალისტის – ალბერტ ინგელსის – სიტყვით გამოსვლა თბილისის მუშათა ერთ-ერთ მიტინგზე. 1920 წლის სექტემბერი.
French Socialist Albert Ingels is giving a speech at one of the workers' rallies in Tbilisi. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის შეხვედრებისა და რეგიონებში მოგზაურობის განრიგი.
Schedule of meetings and trips to the regions of the delegation of the Second Socialist International.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სოციალისტური დელგაციის მიმღები კომისიის 17 სექტემბერის სხდომის ოქმი. მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის რეგიონებში ვიზიტებისას მათ გამყოლ პირთა სია.
Minutes of the September 17 sitting of the Central Committee of the Social-Democratic Workers' Party of Georgia and the Admission Commission of the Socialist Delegation.
List of persons accompanying the delegation of the Second Socialist International while their visits to the regions.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრები საქართველოში მოგზაურობისას. 1920 წლის სექტემბერი.
დაცულია ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტში
The trip of the members of the delegation of the Second Socialist International to Georgia. September 1920.
Preserved at Amsab - Institute for Social History
ქალაქების პარტიული ორგანიზაციების მიერ საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის გაგზავნილი დეპეშები, რომლებშიც ევროპელ სოციალისტთა დელეგაციის სტუმრობას ითხოვდნენ.
Telegrams sent by the city party organizations to the Central Committee of the Georgian Social-Democratic Party, requesting the visit of a delegation of the European Socialists.
ბელგიელი სოციალისტი ლუი დე ბრიუკერი საქართველოში. 1920 წლის სექტემბერი.
დაცულია ბელგიის სოციალური ისტორიის ინსტიტუტში
Belgian Socialist Lui de Bruker in Georgia. September 1920.
Preserved at AMsab - Institute for Social History
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრების ვიზიტი საქართველოს რეგიონებში. 1920 წლის სექტემბერი.
Visit of the members of the Second Socialist International to the regions of Georgia. September 1920.
საქართველოში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართული დემონსტრაცია დუშეთში.
ბანერზე ფრანგულ ენაზე წერია: ,,სალამი სოციალისტურ ევროპას! სალამი პროლეტარიატის ბელადებს! გაუმარჯოს ინტერნაციონალისტურ მსოფლიოს!"
1920 წლის სექტემბერი.
Demonstration, held in Dusheti, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. French text on the banner reads: “Salute to the Socialistic Europe! Salutre to the chiefs of proletariat! Glory to the Internationalist World!”
September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრების ვიზიტი ხევში. 1920 წლის სექტემბერი.
Visit of the members of the Second Socialist International to Khevi. September 1920.
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ რეგიონებში გაგზავნილი დეპეშები სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის წევრებისთვის სადილისა და ვახშმის მომზადების შესახებ.
Telegrams sent to the regions by the Central Committee of the Social-Democratic Party of Georgia, regarding the preparation of dinner and supper for the members of the delegation of the Second Socialist International.
ქალაქ ფოთში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პროტოკოლი.
Protocol of the visit of the delegation of the Second Socialist International to the city of Poti.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის წევრების ვიზიტი კახეთში. 1920 წლის სექტემბერი.
Visit of the members of the Second Socialist International to Kakheti. September 1920.
ფრანგი სოციალისტის – პიერ რენოდელის – სიტყვით გამოსვლა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართულ დემონსტრაციაზე გურჯაანში. 1920 წლის სექტემბერი.
French Socialist Pierre Renaudel is giving a speech at a demonstration, held in Gurjaani, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. September 1920.
ბრიტანელი სოციალისტის – ეთელ სნოუდენის – სიტყვით გამოსვლა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართულ დემონსტრაციაზე გურჯაანში. 1920 წლის სექტემბერი.
British Socialist Ethel Snowden is giving a speech at a demonstration, held in Gurjaani, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტის პატივსაცემად გამართული დემონსტრაცია გურჯაანში. 1920 წლის სექტემბერი.
Demonstration, held in Gurjaani, dedicated to the visit of the delegation of the Second Socialist International. September 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის მოგზაურობა კახეთში. 1920 წლის სექტემბერი.
The trip of the delegation of the Second Socialist International to Kakheti. September 1920.
ფრანგი სოციალისტის – პიერ რენოდელის – სიტყვით გამოსვლა ჭიათურაში გამართულ ერთ-ერთ მიტინგზე. 1920 წლის სექტემბერი.
French Socialist – Pierre Renaudel – is giving a speech at one of the rallies in Chiatura. September 1920.
საგაზეთო კორესპონდენციები საქართველოს რეგიონებში მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაციის სტუმრობის შესახებ. გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 21 , 23 და 26 სექტემბრის ნომრები.
Newspaper correspondences on the visit of the delegation of the Second Socialist International to the regions of Georgia. The newspaper “Ertoba”, issues of September 21, 23 and 26 of 1920.
ბათუმიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილი დეპეშა მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ერთ-ერთი ლიდერის – კარლ კაუცკის – გემით ჩამოსვლასთან და მის გეგმებთან დაკავშირებით.
A telegram sent from Batumi to the Ministry of Foreign Affairs of Georgia, regarding the arrival of one of the leaders of the Second Socialist International, Karl Kautsky, and his plans.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ლიდერი კარლ კაუცკი ცოლთან, ლუიზა კაუცკისთან, ერთად თბილისში. მარცხნიდან მარჯვნივ სხედან: სეით დევდარიანი, ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია, კარლ კაუცკი, ლუიზა კაუცკი, სილიბისტრო ჯიბლაძე, რაჟდენ არსენიძე. მარცხნიდან მარჯვნივ დგანან: კაუცკის მდივანი -ოლბერგი, ბიქტორ თევზაია, კონსტანტინე გვარჯალაძე, კონსტანტინე საბახტარაშვილი, სარდიონ თევზაძე, ურუშაძე და გრიგოლ ცინცაბაძე.
1920 წლის ოქტომბერ-ნოემბერი.
Karl Kautsky, leader of the Second Socialist International, together with his wife, Luise Kautsky, in Tbilisi. From left to right are sitting: Seit Devdariani, Noe Ramishvili, Noe Zhordania, Karl Kautsky, Luise Kautsky, Silibistro Jibladze, Razhden Arsenidze. From left to right are standing: Olberg – secretary of Kautsky, Bictor Tevzaia, Konstantine Gvarjaladze, Konstantine Sabakhtarashvili, Sardion Tevzadze, Urushadze and Grigol Tsintsabadze. October-November 1920
ქართული პრესა ქვეყნის მოსახლეობას აცნობდა ევროპელი სტუმრების მოკლე ბიოგრაფიას. გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 17, 18 და 19 სექტემბრის ნომრები.
The Georgian press provided the population of the country with brief biographies of the European guests. The newspaper “Ertoba”, issues of September 17, 18 and 19 of 1920.
გაზეთ „ერთობაში“ დაბეჭდილი ინფორმაცია მეორე სოციალისტური ინტერნაციონალის ყველაზე ცნობილი წევრის, კარლ კაუცკის, საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 19 სექტემბერი.
Information published in the newspaper "Ertoba" concerning the arrival of the most famous member of the Second Socialist International, Karl Kautsky, in Georgia. The newspaper “Ertoba”, September 19, 1920.
ქართული პრესა ქვეყნის მოსახლეობას სოციალისტური დელეგაციის ქალ წევრებს აცნობდა. გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 21 სექტემბერი.
The Georgian press introduced the female members of the socialist delegation to the population of the country. Newspaper "Ertoba", September 21, 1920.
გაზეთ ,,ეშმაკის მათრახის" კორესპონდენტთა – ,,ეშმაკისა" და ,,თაგუნას" – იუმორისტული მისალმება მეორე ინტერნაციონალის ლიდერებისადმი. გაზეთი „ეშმაკის მათრახი“, 1920 წლის 26 სექტემბერი.
Comic greeting of the newspaper “Eshmakis Matrakhi’s” correspondents – "Eshmaki" and "Taguna" – to the leaders of the Second International. Newspaper "Eshmakis Matrakhi" (Devil’s Whip), September 26, 1920.
იუმორისტული გაზეთის ,,ეშმაკის მათრახის" კორესპონდენტ ,,ეშმაკის" გამოგონილი ინტერვიუ სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგატ თომას შოუსთან. გაზეთი „ეშაკის მათრახი“, 1920 წლის 26 სექტემბერი.
Fictional Interview of the correspondent “Eshmaki” of the comic newspaper “Eshmakis Matrakhi” with Thomas Shaw, delegate of the Socialist International. The newspaper "Eshmakis Matrakhi" (Devil's Whip), September 26, 1920.
მეორე სოციალისტური ინტერნაციონალისადმი მიძღვნილი ლექსები. გაზეთი „ერთობა“, 1920 წლის 15 სექტემბერი.
Poems dedicated to the Second Socialist International. The newspaper "Ertoba", September 15, 1920.