უკან დაბრუნება

კახთ მეფეთა სასახლე, თელავი.

1720 წლის 7 ოქტომბერს თელავში, კახთ მეფეთა სასახლეში, ერეკლე ბატონიშვილი დაიბადა.

ერეკლე ბატონიშვილი თეიმურაზ II-ისა (ერეკლე I ის ვაჟი) და თამარის (ვახტანგ VI ის ასული) უფროსი შვილი და ერთადერთი ვაჟი იყო.

მეფე ერეკლეს დები იყვნენ: ქეთევანი, ელენე და ანა. ამათგან ქეთევანი ნადირ შაჰის ძმისშვილის ალი ყული ხანის ცოლი გახდა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი

სვეტიცხოველში მეფედ კურთხევის წესი განაწესა და შეასრულა კათალიკოსმა ანტონ I მა 1744 წლის 1 ოქტომბერს.

თამარ ალიბეგაშვილის ფოტო.

„ქორონიკონს 432 (1744 წ.) მაის მეფეს თეიმურაზს ქართლის მეფობა უბოძა
ყეენმა, მეფე ერეკლეს კახეთისა. მაშინ ვიყავ წლისა თხუტმეტისა სრული და
ექვსი თვისა. რა მიგითხრა, რა სიხარული იყო ჩვენგან. ტყვეობის შიშით სამი
თვე რომ სიონის აკლდამაში ვისხედით, ამოვედით. ქართველობა შეიქნა,
საყდრებში თათრების შიში აღარ იყო. ვექილები, ვეზირები, მუსტოფი რომ
ქართველ ბატონს მსახურებდენ და თავს დაუკრევდენ, გაგვიოცდის და
გაგვიკვირდის. შიგნით არმის სასახლე რომ ვნახეთ და მეფეთ მეჯლისი და
დილაზედ სალამი, უცხო რამ სიხარული იყო ყმაწვილის კაცისათვის “ (იესე
ბარათაშვილი).

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი
სვეტიცხოველში მეფედ კურთხევის წესი განაწესა და შეასრულა კათალიკოსმა ანტონ I მა 1744 წლის 1 ოქტომბერს.
თამარ ალიბეგაშვილის ფოტო.
„ქორონიკონს 432 (1744 წ.) მაის მეფეს თეიმურაზს ქართლის მეფობა უბოძა ყეენმა, მეფე ერეკლეს კახეთისა. მაშინ ვიყავ წლისა თხუტმეტისა სრული და ექვსი თვისა. რა მიგითხრა, რა სიხარული იყო ჩვენგან. ტყვეობის შიშით სამი თვე რომ სიონის აკლდამაში ვისხედით, ამოვედით. ქართველობა შეიქნა, საყდრებში თათრების შიში აღარ იყო. ვექილები, ვეზირები, მუსტოფი რომ ქართველ ბატონს მსახურებდენ და თავს დაუკრევდენ, გაგვიოცდის და გაგვიკვირდის. შიგნით არმის სასახლე რომ ვნახეთ და მეფეთ მეჯლისი და დილაზედ სალამი, უცხო რამ სიხარული იყო ყმაწვილის კაცისათვის “ (იესე ბარათაშვილი).

ანტონ I ( ერისკაცობაში თეიმურაზ ბატონიშვილი) (1720 1788),
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1744 1756, 1763
1788 წლებში.

"ასაკით იყო მცირე, მაგრამ სოლომონისა სიბრძნესა არარად კლებულ
იქმნებოდა. მეფეთა შვილი იყო და სულიერსა მეფობასაც ღირს იქმნა.
ეგრე მრჩობლ მეფობისა საკადრად განაგებდა ყოველთა საზღვართა
კეთილისათა “ (პაპუნა ორბელიანი)

მინიატურა ხელნაწერიდან: ანტონ კათალიკოსი, მისტიკური თეოლოგია,

1780 წ.

ანტონ I ( ერისკაცობაში თეიმურაზ ბატონიშვილი) (1720 1788), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1744 1756, 1763 1788 წლებში.
"ასაკით იყო მცირე, მაგრამ სოლომონისა სიბრძნესა არარად კლებულ იქმნებოდა. მეფეთა შვილი იყო და სულიერსა მეფობასაც ღირს იქმნა. ეგრე მრჩობლ მეფობისა საკადრად განაგებდა ყოველთა საზღვართა კეთილისათა “ (პაპუნა ორბელიანი)
მინიატურა ხელნაწერიდან: ანტონ კათალიკოსი, მისტიკური თეოლოგია,
1780 წ.

ბაგრატიონთა გერბი ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან.

გერბის ჩარჩოს ოთხივე მხარეს შემდეგი ასომთავრული წარწერა აქვს:

ეფუცა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხის იგი: ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა “ (ფს.131,11). შუა ნაწილში მაცხოვრის კვართის გამოსახულებაა ასომთავრული წარწერით: განიყვის სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი “ (ფ. 21.19).

გერბზე წარმოდგენილია წარწერიან ჩარჩოში ჩასმული სამეფო გვირგვინი ორივე მხარეს ქერუბიმებით, ხმალი, სკიპტრა, ქნარი, მთაზე შემოდებული კვართი კი ორივე მხრიდან უპყრიათ ლომებს, იქვეა სფერო და სასწორი.

„...რომელმაც თქვენს ვენახზე, თქვენს მინდორზე, თქვენს ქერზე, პურზე,
ბოსტანზე და ამგვარებზე ძალი მოინდომოს, შეიყრებოდეთ,
დახვდებოდეთ, გალახავდეთ და ჩოხის სარტყელს და ქუდსაც
წაართმევდეთ; ნურავის გაეგლეჯინებით“.

მეფე ერეკლე II ის ბრძანება თელაველი თავადიშვილებისა და სრულიად
თელაველებისადმი მათი ქონების მძარცველებისგან დაცვის შესახებ.

1797 წ. 24 ივლისი.

„...რომელმაც თქვენს ვენახზე, თქვენს მინდორზე, თქვენს ქერზე, პურზე, ბოსტანზე და ამგვარებზე ძალი მოინდომოს, შეიყრებოდეთ, დახვდებოდეთ, გალახავდეთ და ჩოხის სარტყელს და ქუდსაც წაართმევდეთ; ნურავის გაეგლეჯინებით“.
მეფე ერეკლე II ის ბრძანება თელაველი თავადიშვილებისა და სრულიად თელაველებისადმი მათი ქონების მძარცველებისგან დაცვის შესახებ.
1797 წ. 24 ივლისი.

ასპინძის ბრძოლის წარწერა, 1770 წელი.

წარწერა ერთაწმინდის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე:

„ქ. ამ ქ(ორონი)კ(ო)ნს უნჱ მეფე ირაკლი და რუსის ჯარი აწვია, აწვია ოსმალო გა(ა)ქცივ(ე)ს, სამი ათასი თავი მოსჭრეს ლუკ(ი)სა და ოსმალ(ო)სი“.

ასპინძის ციხე.

(პაატა ვარდანაშვილის ფოტო)

ასპინძის ბრძოლა 1720 წლის 20 აპრილს გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ასპინძის ციხე.
(პაატა ვარდანაშვილის ფოტო)
ასპინძის ბრძოლა 1720 წლის 20 აპრილს გაიმართა და ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

ამიერკავკასია.

რუკა იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ექსპედიციიდან.

(რუკა აღებულია ინტერნეტრესურსებიდან)

ამიერკავკასია.
რუკა იოჰან ანტონ გიულდენშტედტის ექსპედიციიდან.
(რუკა აღებულია ინტერნეტრესურსებიდან)

წერილი ერეკლე II-ისა ბართლომე სავარსავიძეს.

1791 წ. 2 აგვისტო,

ატყობინებს დიდძალი ჯარით აღა-მაჰმად ხანის თბილისთან მოახლოებას (ხუთასი კილომეტრის დაშორებით) და ითხოვს ტრაქტატის ძალით რუსეთის ვალდებულების აღსრულებას: საომარი ვითარებისას დახმარებას და, საჭიროების შემთხვევაში, გენერალ-ანშეფის ჯარით მიშველებას.

წერილი ერეკლე II-ისა ნიკოლოზ ივანეს ძეს აღა-მაჰმად ხანის მოსალოდნელი შემოსევის შესახებ.
1795 წ. 29 აგვისტო,

ითხოვს სამი ათასი „თოფის ამღები“ მეომრის მიშველებას. ატყობინებს აღა-მაჰმად ხანის საიდუმლო წერილების იბრეიმ ხანის მიერ ხელში ჩაგდებისა და მისთვის გადაცემის შესახებ.

კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის აღნიშვნა.

ტფილისი, 1895 წელი.

კრწანისის ბრძოლის 100 წლისთავის აღნიშვნა.
ტფილისი, 1895 წელი.

დარეჯან დედოფალი.

კაცია დადიანის ასული (1734-1807).

მეფე ერეკლე II-ის მესამე ცოლი.

წიგნიდან "Акты Собранные Кавказского Археографическою Комисиею, т. IV, Тифлис“, 1869.

დარეჯან დედოფალი.
კაცია დადიანის ასული (1734-1807).
მეფე ერეკლე II-ის მესამე ცოლი.
წიგნიდან "Акты Собранные Кавказского Археографическою Комисиею, т. IV, Тифлис“, 1869.

დარეჯან დედოფლის სასახლე (საჩინო). თბილისი.

თეა ქიმერიძის ფოტო, 2020 წელი.

დარეჯან დედოფლის სასახლე (საჩინო). თბილისი.
თეა ქიმერიძის ფოტო, 2020 წელი.

მეფე გიორგი XII (1745-1800)

ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.

მეფე გიორგი XII (1745-1800)
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე.

დეკორი მეფე ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან.

დეკორი მეფე ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან.

საზედაო გრაფემები მეფე ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან.

საზედაო გრაფემები მეფე ერეკლეს სტამბის გამოცემებიდან.

კურთხევანი

ტფილისი, 1784 წელი.
ერეკლე II-ის სტამბა.

კურთხევანი
ტფილისი, 1784 წელი.
ერეკლე II-ის სტამბა.

ქართლ-კახეთისა და მეზობელი პროვინციების გერბების აღწერა ერეკლე II-ის ხელრთვით.

1783 წ. 28 ივნისი.

ქართლ-კახეთისა და მეზობელი პროვინციების გერბების აღწერა ერეკლე II-ის ხელრთვით.
1783 წ. 28 ივნისი.

არზა ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიაზე მომუშავე ქვის მჭრელების გასამრჯელოს ექვსი თუმნისა და ცხრა მინალთუნის ანაზღაურების თაობაზე.

დოკუმენტს ახლავს ოქმი ერეკლე II ისა ეშიკაღასბაშ გარსევანიუსადმი ქვის მთლელებისთვის ხელწერილით გასამრჯელოს გაცემის შესახებ.

1782 წ. 11 თებერვალი.

განწესება ერეკლე II-ისა, მცხეთის ხიდის შემოსავლის სვეტიცხოვლის სასულიერო პირებზე განაწილებისა და დარჩენილი თანხის სვეტიცხოვლისა და ხიდის შეკეთებაზე დახარჯვის  შესახებ.

1750-1797 წწ.

განწესება ერეკლე II-ისა, მცხეთის ხიდის შემოსავლის სვეტიცხოვლის სასულიერო პირებზე განაწილებისა და დარჩენილი თანხის სვეტიცხოვლისა და ხიდის შეკეთებაზე დახარჯვის შესახებ.
1750-1797 წწ.

სითარხნის წიგნი ერეკლე II-ისა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარ გერმანესადმი, სამონასტრო ყმების სამეფო გადასახადებისგან განთავისუფლების
შესახებ.

1774 წ. 10 იანვარი.

სითარხნის წიგნი ერეკლე II-ისა დავით გარეჯის მონასტრის წინამძღვარ გერმანესადმი, სამონასტრო ყმების სამეფო გადასახადებისგან განთავისუფლების შესახებ.
1774 წ. 10 იანვარი.

გარდაცვლილ დედოფალ ანას იმ სამკაულებისა და ნივთების ნუსხა, რომლებიც ერეკლე II მ კათალიკოს ანტონ I-ს მიართვა.

1749 წ.

გარდაცვლილ დედოფალ ანას იმ სამკაულებისა და ნივთების ნუსხა, რომლებიც ერეკლე II მ კათალიკოს ანტონ I-ს მიართვა.
1749 წ.

წერილი ერეკლე II-ისა ქეშიკჩიბაშ იოვანე აბაშიძისადმი, ბატონიშვილ ლეონის ქორწილში მიპატიჟების შესახებ.

1774 წ. 22 ოქტომბერი.

წერილი ერეკლე II-ისა ქეშიკჩიბაშ იოვანე აბაშიძისადმი, ბატონიშვილ ლეონის ქორწილში მიპატიჟების შესახებ.
1774 წ. 22 ოქტომბერი.

1772 წ. 11 მაისი.  წერილი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, ბატონიშვილ იულონის ,,ყვავილის აჭრის“, ქალაქში  ყვავილის  გაჩენის გამო  სამეფო  სახლის გახიზვნის, სოფლებიდან  ხალხის აყრისა და შინდისში ხიზნებად დაყენების,  აგრეთვე, ჯარში  დაკლებული ხალხის  დასჯის  წესების  შესახებ
პირი..გადაწერილი  პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ.

1772 წ. 11 მაისი. წერილი ერეკლე II-ისა რევაზ ამილახორისადმი, ბატონიშვილ იულონის ,,ყვავილის აჭრის“, ქალაქში ყვავილის გაჩენის გამო სამეფო სახლის გახიზვნის, სოფლებიდან ხალხის აყრისა და შინდისში ხიზნებად დაყენების, აგრეთვე, ჯარში დაკლებული ხალხის დასჯის წესების შესახებ პირი..გადაწერილი პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ.

მეფე ერეკლეს წერილები თეკლა ბატონიშვილისადმი.

1. მოკითხვისა და მამობრივი მზრუნველობის ამსახველი წერილი
ერეკლე II ისა პატარა ბატონიშვილ ,,თეკლა ბიჭისადმი“. 1781 წ. 29
მარტი.

2. მოკითხვისა და მოფერების წერილი ერეკლე II ისა ბატონიშვილ
თეკლასადმი. თანაც ებოდიშება, რომ ამჯერად ტკბილეული ვერ
გაუგზავნა. 3. [1781 წ.] 18 მაისი. პირადი ხასიათის წერილი ერეკლე II ისა
პატარა ბატონიშვილ თეკლასადმი. წუხს მისი ავადმყოფობის გამო და
ჰპირდება მალე ნახვას . 1785 წ. 1 დეკემბერი.

მეფე ერეკლეს წერილები თეკლა ბატონიშვილისადმი.
1. მოკითხვისა და მამობრივი მზრუნველობის ამსახველი წერილი ერეკლე II ისა პატარა ბატონიშვილ ,,თეკლა ბიჭისადმი“. 1781 წ. 29 მარტი.
2. მოკითხვისა და მოფერების წერილი ერეკლე II ისა ბატონიშვილ თეკლასადმი. თანაც ებოდიშება, რომ ამჯერად ტკბილეული ვერ გაუგზავნა. 3. [1781 წ.] 18 მაისი. პირადი ხასიათის წერილი ერეკლე II ისა პატარა ბატონიშვილ თეკლასადმი. წუხს მისი ავადმყოფობის გამო და ჰპირდება მალე ნახვას . 1785 წ. 1 დეკემბერი.

ფარნაოზ ბატონიშვილი და ანა ერისთავი (ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე).

ფარნაოზ ბატონიშვილი და ანა ერისთავი (ფარნაოზ ბატონიშვილის მეუღლე).

1. თეიმურაზ ბატონიშვილი

2. ბაგრატ ბატონიშვილი

3. ვახტანგ ბატონიშვილი

4. იოანე ბატონიშვილი

1. თეიმურაზ ბატონიშვილი
2. ბაგრატ ბატონიშვილი
3. ვახტანგ ბატონიშვილი
4. იოანე ბატონიშვილი

„წარმოჩენა ჰერთა, კახთა მეპატრონეთა და მეფეთა უწინარეს და შემდგომთა“.

ბაგრატიონთა კახეთ-ჰერეთის შტოს გენეალოგიური ხე.

იწყება მეფე ალექსანდრე მცხეთის აღმაშენებლით და მთავრდება ერეკლე მეფის შვილიშვილებით, მათ შორის მოხსენიებული არიან: „დავით მემკვიდრე“ და „ცოლი ამისი ელენე“.

გენეალოგია შედგენილია დავით თუმანიშვილის მიერ 1826 წელს.

ხელნაწერიდან საისტორიო კრებული, 1813, 1826 წლები.

ბეითალმანის ყმა მამულის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა აზნაურიშვილ ადიბეგ ბაინდურასშვილ-ყორღანაშვილისადმი.

1782 წ. 9 ივნისი.

ბეითალმანის ყმა მამულის წყალობის წიგნი ერეკლე II-ისა აზნაურიშვილ ადიბეგ ბაინდურასშვილ-ყორღანაშვილისადმი.
1782 წ. 9 ივნისი.

მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.

მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წელი 2020 წლის 7 ოქტომბერს (ძველი სტილით) შესრულდა.

საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეფე ერეკლე II-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალის დედნები და ფოტოასლები. დოკუმენტებს შორისაა: ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა.

ექსპონატები ასახავენ საქართველოს გამორჩეული მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას.

გამოფენის კურატორი: ქეთევან ასათიანი.