უკან დაბრუნება
მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე. თბილისი, 1989 წელი
<br>
Merab Kostava and Zviad Gamsakhurdia attending a demonstration demanding the independence of Georgia. Tbilisi, 1989

საქართველოს ეროვნულმა არქივმა მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღნიშნა.

2019 წლის 23 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო.

გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.