მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში ექსპოზიცია 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა.
მეფე ერეკლეს დაბადებიდან 300 წელი 2020 წლის 7 ოქტომბერს (ძველი სტილით) შესრულდა.
საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მეფე ერეკლე II-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მასალის დედნები და ფოტოასლები. დოკუმენტებს შორისაა: ისტორიული საბუთები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა.
ექსპონატები ასახავენ საქართველოს გამორჩეული მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას.
გამოფენის კურატორი: ქეთევან ასათიანი.