ამიერკავკასიის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმისა და ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაარსებიდან 2018 წელს 100 წელი შესრულდა. სწორედ ამ თარიღს ეძღვნებოდა გამოფენა „ამიერკავკასიის რესპუბლიკისა და სეიმის 100 წლისთავი“, რომელიც ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ამიერკავკასიის სეიმისა და ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ არქივში დაცული მნიშვნელოვანი დოკუმენტები და ფოტოები.
გამოფენის კურატორი: დიმიტრი სილაქაძე.