უკან დაბრუნება

გამოფენა „საქართველო და შეერთებული შტატები. დიპლომატიური ურთიერთობის ისტორია“ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 2022 წლის 14 დეკემბრიდან 5 თებერვლის ჩათვლით მასპინძლობდა.
გამოფენა ასახავს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე, წარმოაჩენს ორი ქვეყნის თანამშრომლობის ხანგრძლივ და მრავალფეროვან ისტორიას, ასევე ამ სახელმწიფოების სტრატეგიულ პარტნიორობას. ექსპონატებს შორისაა საქართველოში აშშ-ის საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, აშშ-ში საქართველოში საელჩოსა და სხვა ორგანიზაციებში დაცული ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები.

გამოფენის კურატორია სოფიო ჯობავა.