უკან დაბრუნება
თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაზე ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან ფლიგელის მიშენების პროექტი. <br>
პროექტი განხილული და დადასტურებული იყო თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების ტექნიკოსების მიერ 1890 წლის 21 აპრილის #20 ოქმით. ხელს აწერდნენ საგუბერნიო ინჟინერი და საქმის მწარმოებელი. პროექტს 1890 წლის 23 აპრილს ამტკიცებს თბილისის გუბერნატორის ტექნიკოსი შერვაშიძე. მიშენების პროექტის ავტორი გახლდათ თბილისში არაერთი შენობის ავტორი, არქიტექტორი - ლეოპოლდ ბილფელდი.

თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაზე ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან ფლიგელის მიშენების პროექტი.
პროექტი განხილული და დადასტურებული იყო თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების ტექნიკოსების მიერ 1890 წლის 21 აპრილის #20 ოქმით. ხელს აწერდნენ საგუბერნიო ინჟინერი და საქმის მწარმოებელი. პროექტს 1890 წლის 23 აპრილს ამტკიცებს თბილისის გუბერნატორის ტექნიკოსი შერვაშიძე. მიშენების პროექტის ავტორი გახლდათ თბილისში არაერთი შენობის ავტორი, არქიტექტორი - ლეოპოლდ ბილფელდი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონმა გამოფენას „გასეირნება გარეთუბანში“ 2021 წლის 22 სექტემბრიდან 2021 წლის 24 ოქტომბრამდე უმასპინძლა. 

ექსპოზიცია მოიცავდა ეროვნულ არქივში დაცული XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის თბილისის, კერძოდ, დღევანდელი რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ-საგანანმანათლებლო დაწესებულებების შენობების შესახებ არსებულ მასალას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გიმნაზიების, მუზეუმების, თეატრების, დროებითი ცირკებისა და სინემატოგრაფის ნაგებობათა პროექტები, ნახაზები, ფოტო თუ დოკუმენტური მასალა.

გამოფენის კურატორი: თამთა შონვაძე.