უკან დაბრუნება
გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა“, ხელნაწერის მინიატურა. <br>
მარიამ ერისთავი ყარდაშვერდის როლში და ანასტასია ორბელიანი ნინო დიდებულიძის როლში. მხატვარი გეორგ კორადინი. 1850 წელი. <br>
Giorgi Eristavi's comedy “Gakra” ("Separation"), a miniature of the manuscript.<br>
Mariam Eristavi as Kardashverdi and Anastasia Orbeliani as Nino Didebulidze. Painter George Corradini. 1850.

გიორგი ერისთავის კომედია "გაყრა“, ხელნაწერის მინიატურა.
მარიამ ერისთავი ყარდაშვერდის როლში და ანასტასია ორბელიანი ნინო დიდებულიძის როლში. მხატვარი გეორგ კორადინი. 1850 წელი.
Giorgi Eristavi's comedy “Gakra” ("Separation"), a miniature of the manuscript.
Mariam Eristavi as Kardashverdi and Anastasia Orbeliani as Nino Didebulidze. Painter George Corradini. 1850.

„ფრაგმენტები ქართული თეატრის ისტორიიდან“ - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ქართული თეატრის დღეს ონლაინგამოფენით აღნიშნავს. 

ქართული თეატრის დღე - 14 იანვარი - გიორგი ერისთავის თეატრის პირველ წარმოდგენას უკავშირდება. 1850 წლის 2 (14) იანვარს გიორგი ერისთავმა საკუთარი პიესა „გაყრა“ სცენაზე გააცოცხლა. ქართული პროფესიული თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით დაიბადა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული პროფესიული თეატრის პირველი დადგმის - „გაყრის“ - მინიატურები, რომელიც ნაწარმოების ხელნაწერს ახლავს. გეორგ კორადინის მიერ 1850 წელს შესრულებული მინიატურები სპექტაკლის სცენებს ასახავს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოები, აფიშები, პროგრამები და სხვა დოკუმენტები, რომელთაც საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს.