უკან დაბრუნება
კონსტანტინე პავლიდის სახლის პროექტი.

თბილისი, ავჭალისა და მაზუთის ქუჩების კუთხე.

1907 წლის 6 ივნისი.

Konstantin Pavlidi's house project.

Tbilisi, corner of Avchala and Mazuti streets.

June 6, 1907.

კონსტანტინე პავლიდის სახლის პროექტი.
თბილისი, ავჭალისა და მაზუთის ქუჩების კუთხე.
1907 წლის 6 ივნისი.
Konstantin Pavlidi's house project.
Tbilisi, corner of Avchala and Mazuti streets.
June 6, 1907.

გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2021 წლის 25 მარტიდან 21 მაისის ჩათვლით მიმდინარებდა.

ექსპოზიცია საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

გამოფენის მიზანი იყო, წარმოეჩინა ის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რაც ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს.

გამოფენილი იყო საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები – როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები,  შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა. ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება.

გამოფენის კურატორი: ნინო ბადაშვილი, ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილება.