უკან დაბრუნება
დიდი ბიდარა; კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი; სიმაღლე – 3174 მ.;
მცხეთა-მთიანეთის მხარე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი;
ფოტოს ავტორი – დიმიტრი ერმაკოვი; მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი
<br>
Didi Bidara; The main watershed of the Caucasus Mountains; Elevation – 3174 m.;  Mtskheta-Mtianeti Region, Kazbegi Municipality; Photo by Dimitri Ermakov; Second half of 19th century

დიდი ბიდარა; კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი; სიმაღლე – 3174 მ.; მცხეთა-მთიანეთის მხარე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი; ფოტოს ავტორი – დიმიტრი ერმაკოვი; მე-19 საუკუნის მეორე ნახევარი
Didi Bidara; The main watershed of the Caucasus Mountains; Elevation – 3174 m.; Mtskheta-Mtianeti Region, Kazbegi Municipality; Photo by Dimitri Ermakov; Second half of 19th century

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს მწვერვალები“ 2019 წლის 26 დეკემბრიდან 2020 წლის 15 თებერვლამდე მიმდინარეობდა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ფოტომასალა, რომელზეც კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და მის განშტოებებზე არსებული სხვადასხვა გამორჩეული მწვერვალია ასახული.

საქართველოს ეროვნული არქივი ინახავს მრავალ ფოტოდოკუმენტს, რომლებიც დიმიტრი ერმაკოვის, ვიტორიო სელას, გიორგი ნიკოლაძის კოლექციებშია გაერთიანებული. ამ ფოტოებზე აღბეჭდილი საქართველოს მწვერვალები სილამაზით, სიმკაცრითა თუ დახვეწილი გეომეტრიული ფორმებით სამუდამოდ ნუსხავს მნახველს. გამოფენის ექსპონატებს შორის იყო ასევე ფოტოები საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციიდან და დიმიტრი სილაქაძის პირადი არქივიდან.

გამოფენის კურატორი: დიმიტრი სილაქაძე