უკან დაბრუნება
ფარი; ფოლადი, ვერცხლი, თითბერი; ყაჯარული პერიოდი (XVIII-XIX), წარმომავლობა: სპარსული.

სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივიდან

Shield; Steel, silver, brass; Qajar period (XVIII-XIX), Origin: Persian.

From Sargis Kakabadze’s family archive

ფარი; ფოლადი, ვერცხლი, თითბერი; ყაჯარული პერიოდი (XVIII-XIX), წარმომავლობა: სპარსული. სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივიდან Shield; Steel, silver, brass; Qajar period (XVIII-XIX), Origin: Persian. From Sargis Kakabadze’s family archive

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მიმდინარე  გამოფენა „სარგის კაკაბაძე“ 2019 წლის 7 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ისტორიკოსის, ფილოლოგისა და არქივისტის, სარგის კაკაბაძის საოჯახო არქივში დაცული მასალა: კაკაბაძეების საოჯახო ფოტოები და დოკუმენტები, გამოუქვეყნებელი და სრულიად უცნობი სამეცნიერო ნაშრომები, სარგის კაკაბაძის კუთვნილი არქეოლოგიური ნივთები, მათ შორის იშვიათი ნუმიზმატიკური მასალა; სარგის, დავით და არტემ კაკაბაძეებთან დაკავშირებული საინტერესო საარქივო დოკუმენტები.

სარგის კაკაბაძე საქართველოს ეროვნული არქივის (იმ დროისათვის ცენტრალური არქივის) ერთ-ერთი დამფუძნებელი და შემდგომში ხელმძღვანელი იყო. მისი დამსახურებით ეროვნული არქივის ფონდები უმნიშვნელოვანესი დოკუმენტებით შეივსო.

სარგის კაკაბაძის უნიკალურ პირად არქივს მისი შვილიშვილი ცირა კალანდაძე ინახავს. სწორედ მისი დახმარებით ისტორიკოსის არქივის დოკუმენტები ფართო საზოგადოებისთვის პირველად იყო წარმოდგენილი ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში.

სარგის კაკაბაძეს უმდიდრესი მემკვიდრეობა დარჩა: მონოგრაფიული ნაშრომები, სამეცნიერო სტატიები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, ფოტომასალა, ქართული განძის მოძრაობასთან დაკავშირებული ფასდაუდებელი დოკუმენტაცია, რომელიც ამ დრომდე გამოუქვეყნებელია, შესაბამისად, არ არის შესული სამეცნიერო მიმოქცევაში. ეროვნულ არქივში მიმდინარე გამოფენა ამ მასალის ფართო საზოგადოებისათვის გასაცნობად გადადგმული პირველი ნაბიჯია.