უკან დაბრუნება
სოხუმის ხედი, აფხაზეთი. 1973 წელი.
<br>
View of Sokumi, Abkhazia. 1973.

სოხუმის ხედი, აფხაზეთი. 1973 წელი.
View of Sokumi, Abkhazia. 1973.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში, 2019 წლის 4-10 მაისს ექსპოზიცია „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიმართა.

ფოტოგრაფი, კონსტრუქტივიზმის ოსტატი, ივანე დვალი „საქინფორმში“ მოღვაწეობდა. „მის ნამუშევრებში აისახა საბჭოთა საქართველოს სინამდვილე, სადაც რთულ კომპოზიციებში ინდუსტრიალიზაციის ნამდვილი სახე ჩნდება. ივანე დვალის ოსტატობა საქინფორმის მდიდარი და ნაყოფიერი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იდეოლოგიური ვალდებულებების მიუხედავად, მან იმდროინდელ ცხოვრებასა და ყოფასთან, ყოველდღიურობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული მაღალმხატვრული და რეალისტური ფოტომემკვიდრეობა შექმნა. კიდევ უფრო დიდია ივანე დვალისა და საქინფორმის ფოტოგრაფთა ნამუშევრების მნიშვნელობა იმ მხრივაც, რომ მათ მიერ შექმნილი პორტრეტები ცხადყოფენ იმ პერიოდის ნამდვილ ყოფასა და განწყობას. მემატიანის ეს ისტორიული როლი საქინფორმმა და ივანე დვალმა დიდი ოსტატობით იტვირთეს“, - ამბობს გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლიკა მამაცაშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკის 70-მდე ფოტო, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ „საქინფორმის“ კოლექციაშია გაერთიანებული. ფოტოებზე ასახულია თბილისის, აფხაზეთის ქალაქების ხედები, ინდუსტრიული საქართველო – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჭიათურის მაღარო, ქუთაისის ავტოქარხანა და სხვა.