საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 2019 წლის 25 თებერლიდან 17 მარტამდე მასპინძლობდა გამოფენას „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში“.
ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში ლიეტუვის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მიერ.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიეტუვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული ამიერკავკასიაში ლიეტუვის წარმომადგენლობის საქმიანობის, საქართველოსა და ლიეტუვის საერთაშორისო და კულტურული ურთიერთობის, ორი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, სახელმწიფო სიმბოლოების, პირველი მთავრობების მუშაობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, ასევე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღდგენის აქტები.