საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2018 წლის 26 დეკემბერიდან 2019 წლის 31 იანვრამდე დამთვალიერებელმა იხილა გამოფენა „ქართული კინო“.
გამოფენა ქართული კინოს 110 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ეროვნულ არქივში ქართული კინოს გადაღების ისტორიის ამსახველი საინტერესო და მრავალფეროვანი მასალა ინახება. მათგან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1920-1980-იან წლებში გადაღებული კინოფილმების გადასაღები მოედნების ფოტოები და ქართული მხატვრული ფილმების აფიშები. ფილმებს შორისაა: „ჩემი ბებია“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, „არდადეგები“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „პასტორალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „ფეოლა“, „მხიარული რომანი“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა.