უკან დაბრუნება
სტალინის სახელობის სანაპირო (დღევანდელი ზვიად გამსახურდიას სანაპირო), ივან კალიაევის ხიდი და ახალი პარკის საერთო ხედი (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ). <br> თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი. <br>1940.
Stalin Embankment (Today Zviad Gamsakhurdia Embankment), Ivan Kaliaev Bridge and general view of the New Park (today Baratashvili Bridge area). Tbilisi. <br> Photo by V. Cherkasov. <br> 1940.

სტალინის სახელობის სანაპირო (დღევანდელი ზვიად გამსახურდიას სანაპირო), ივან კალიაევის ხიდი და ახალი პარკის საერთო ხედი (დღევანდელი ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ).
თბილისი. ფოტო: ვ. ჩერკასოვი.
1940. Stalin Embankment (Today Zviad Gamsakhurdia Embankment), Ivan Kaliaev Bridge and general view of the New Park (today Baratashvili Bridge area). Tbilisi.
Photo by V. Cherkasov.
1940.

გამოფენა „თბილისი - ურბანული ცვლილებები“ 2017 წლის 22 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართა. ექსპოზიცია მიმოიხილავდა მეოცე საუკუნეში თბილისში მიმდინარე განაშენიანების პროცესების მთავარ მომენტებს.

გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა თბილისის იმ ობიექტების ილუსტრაციას გვთავაზობდა, რომლებიც ან არ შემორჩა, ან მნიშვნელოვანი სახეცვლილება განიცადა. ფოტოების ანოტაციებში შენარჩუნებული იყო ადგილმდებარეობებისა თუ დაწესებულებების ძველი სახელწოდებები და იქვე მოცემული იყო მათი თანამედროვე დასახელება. დასათაურებებში არსებული ცვლილებები, პოლიტიკური იდეოლოგიების მონაცვლეობის პარალელურად, ქალაქის ურბანულ ტრანსფორმაციაზე მეტყველებს.

ექსპოზიცია აჩვენებს თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ფოტოგრაფია ვიზუალური მეხსიერების შენარჩუნებისა და განახლების პროცესში, როგორ შეიძლება ის იქცეს ქალაქის ისტორიის გააზრების სტიმულად. 

გამოფენის კურატორები:

ნინო ძანძავა, გიორგი კაკაბაძე.