უკან დაბრუნება
ხელოვანთა ჯგუფი. ჯგუფში: რეჟისორი დოდო ანთაძე, მსახიობი სესილია თაყაიშვილი, რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია, რეჟისორი ნიკოლოზ გოძიაშვილი მსახიობი უშანგი ჩხეიძე და სხვები. 1930-იანი წლები. 
<br>
Group of artists: director Dodo Antadze, actress Sesilia Takaishvili, director Nikoloz Shengelaya, director Nikoloz Godziashvili, actor, actor Ushangi Chkheidze and others. 1930s.

ლეგენდარული ქართველი მსახიობის სესილია თაყაიშვილის დაბადებიდან 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „სესილია" ეროვნულ არქივში 2011 წლის მაისში გაიმართა.

ეროვნულ არქივში დაცულია სესილია თაყაიშვილის მონაწილეობით გადაღებული 30-მდე მხატვრული ფილმის გადასაღები მოედნის კადრები, მათ შორისაა: „აბეზარა" (1956), „ჩვენი ეზო" (1957), „მანანა" (1958), „საბუდარელი ჭაბუკი" (1958), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" (1962), „თოჯინები იცინიან" (1963), „პიერი - მილიციის თანამშრომელი" (1965), „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი" (1966), „მალე გაზაფხული მოვა" (1967), „დიდოსტატის მარჯვენა" (1969), „ნერგები" (1972), „ნატვრის ხე" (1977), „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი" (1984) და სხვ.

საინტერესოა სესილია თაყაიშვილის საოჯახო ალბომის ფოტოსურათები, რომელიც მსახიობის თეატრალურ როლებს ასახავს: სიუზონი სპექტაკლში „ფიგაროს ქორწინება" (1937); პარასკევა სპექტაკლში „ნაპერწკალიდან" (1937); პრიუდანსი სპექტაკლში „მარგარიტა გოტიე" (1940); ჰერცოგინია გალზბურგი სპექტაკლში „რიუ ბლაზი" (1941); კატარინა სპექტაკლში „ჭირვეული ცოლის მორჯულება" (1943); ბარონესა შტრალი სპექტაკლში „მასკარადი" (1946); ელისაბედ დედოფალი სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი" (1955) და სხვ.

გამოფენის კურატორი: თეა ქიმერიძე