უკან დაბრუნება

1980-1981 წლების სეზონის უეფა-ს თასების მფლობელთა თასის ტურნირში თბილისის „დინამოს“ გამარჯვებას 2015 წლის 13 მაისს  საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა მიეძღვნა. .

ექსპოზიციაზე „1981 წლის 13 მაისი - თბილისის „დინამო“ უეფა-ს თასების მფლობელთა თასის მფლობელი“ წარმოდგენილი იყო ტურნირის მატჩების, მათ შორის ფინალის, ამსახველი ფოტოები; „დინამოს“ მწვრთნელებისა და ფეხბურთელების შარჟები; საგაზეთო პუბლიკაციები, რომელიც ამ გამარჯვებას მიეძღვნა; ასევე, ბურთი, რომლითაც ტურნირის ფინალი ითამაშეს და თასის ასლი, რომელიც ქართველებმა იენას „კარლ ცაისთან“ ფინალური მატჩის მოგებით დაიმსახურეს. გამოფენის დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ეიხილა ტურნირის მატჩების კინოკადრები.

გამოფენა ორგანიზებული იყო ეროვნული არქივისა და ფეხბურთის ფედერაციის მიერ.