Back
თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაზე ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან ფლიგელის მიშენების პროექტი. <br>
პროექტი განხილული და დადასტურებული იყო თბილისის საგუბერნიო მმართველობის სამშენებლო განყოფილების ტექნიკოსების მიერ 1890 წლის 21 აპრილის #20 ოქმით. ხელს აწერდნენ საგუბერნიო ინჟინერი და საქმის მწარმოებელი. პროექტს 1890 წლის 23 აპრილს ამტკიცებს თბილისის გუბერნატორის ტექნიკოსი შერვაშიძე. მიშენების პროექტის ავტორი გახლდათ თბილისში არაერთი შენობის ავტორი, არქიტექტორი - ლეოპოლდ ბილფელდი.

თბილისის სასულიერო სემინარიის შენობაზე ლორის-მელიქოვის (დღევანდელი ლადო გუდიაშვილის) ქუჩის მხრიდან ფლიგელის მიშენების პროექტი.