უკან დაბრუნება
კარნავალი ნიცაში, საფრანგეთი

1906 წლის ივლისი

გიგლო ყარალაშვილის კოლექცია

Carnival in Nice, France

July, 1906

Giglo Karalashvili collection

კარნავალი ნიცაში, საფრანგეთი
1906 წლის ივლისი
გიგლო ყარალაშვილის კოლექცია
Carnival in Nice, France
July, 1906
Giglo Karalashvili collection

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 2021 წლის  26 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ქართველი გენერლის, მომღერლის, ფოტოგრაფის, ართანელი თავადების ოჯახის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის გიგლო ყარალაშვილის უნიკალური ფოტოების გამოფენა - „გიგლო ყარალაშვილის სტერეოფოტოგრაფია“ გაიმართა.

კოლექცია, რომელიც ამ მასშტაბით პირველად გამოიფინა, მოიცავს 1900-1910-იან წლებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, ესპანეთში, იტალიაში - მოგზაურობისას გადაღებულ ფოტოებს. გენერლის ობიექტივს აღუბეჭდავს, ასევე, თბილისში გამართული სამხედრო სადღესასწაულო მარშები, კერძო პირების საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შეკრებები და სხვა. მისი ფოტოკოლექციის უნიკალურობის ერთ-ერთი მახასიათებელი სტერეო გამოსახულებაა, რაც მის მიერ გადაღებულ კადრებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

სამხედრო ჩინოსნისა და კულტურის მოამაგის ფოტოკოლექცია, რომელიც 770 ნეგატივსა და 60 პოზიტივს აერთიანებს, გიგლო ყარალაშვილის ოჯახმა 1963 წელს საქართველოს ეროვნულ არქივს გადასცა.

გამოფენის კურატორი: თეა ქიმერიძე.