უკან დაბრუნება
დედის, ოლღა დემურიას, წერილი გადასახლებაში მყოფ მერაბ კოსტავას. 1983 წლის 7 ოქტომბერი
<br>
A letter of Olgha Demuria, Merab Kostava's mother, sent to her son in exile. 7, October, 1983

დედის, ოლღა დემურიას, წერილი გადასახლებაში მყოფ მერაბ კოსტავას. 1983 წლის 7 ოქტომბერი
A letter of Olgha Demuria, Merab Kostava's mother, sent to her son in exile. 7, October, 1983

საქართველოს ეროვნულმა არქივმა მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილე გამოფენით აღნიშნა.

2019 წლის 23 მაისიდან 9 ივნისის ჩათვლით საგამოფენო პავილიონში მერაბ კოსტავას ცხოვრებისა და გასული საუკუნის ბოლო ათწლეულების მოვლენების ამსახველი ექსპოზიცია მოეწყო.

გამოფენაზე პირადი არქივებში, კერძო კოლექციებსა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული საარქივო მასალა და ფოტოები იყო წარმოდგენილი, რომელთა უმრავლესობა საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი იყო.

მერაბ კოსტავას პირადი არქივის მასალები ეროვნულ არქივს მისმა მეუღლემ, რუსუდან ბერიძემ გადასცა.