აფხაზეთი, რიწის ტბა. 1973 წელი.
Abkhazia, Lake Ritsa. 1973.
რესტორანი „ამრა“, სოხუმი. 1973 წელი.
Restaurant “Amra”, Sokhumi. 1973.
რუსთავის დასასვენებელი პარკი. 1971 წელი.
Rustavi Amusement Park, 1971.
ზღვაზე გასეირნება, სოხუმი. 1975 წელი.
Strolling on the sea, Sokhumi. 1975.
აფხაზეთი, გაგრა. 1975 წელი.
Abkhazia, Gagra. 1975.
ფუნიკულიორის კოლონადა, თბილისი. 1970 წელი
.
Funicular colonnade, Tbilisi. 1970.
სასტუმრო „ტყვარჩელი“, სოხუმი. 1968 წელი.
Hotel “Tkvarcheli”, Sokhumi. 1968.
რესტორანი „გაგრებში“, გაგრა. 1977 წელი.
Restaurant “Gagrebshi”, Gagra. 1977.
აფხაზეთი, ბიჭვინთა. 1970 წელი.
Abkhazia, Bichvinta. 1970.
აფხაზეთი, ბიჭვინთა. 1970 წელი.
Abkhazia, Bichvinta. 1970.
აფხაზეთი, გაგრა. 1975 წელი.
Abkhazia, Gagra. 1975.
კურორტ გაგრის კოლონადა. 1977 წელი.
Colonnade of resort Gagra. 1977.
თბილისის ხედი. 1970 წელი.
View of Tbilisi. 1970
სოხუმის ბოტანიკური ბაღი. 1977 წელი.
Sokhumi Botanical Garden. 1977.
აფხაზეთი, გაგრა. 1975 წელი.
Abkhazia, Gagra. 1975.
აფხაზეთი, გაგრა. 1972 წელი.
Abkhazia, Gagra. 1972.
სასტუმრო „აფხაზეთი“, სოხუმი. 1968 წელი.
Hotel “Abkhazia”, Sokhumi. 1968.
კირის ქარხანა სამხრეთ ოსეთში, 1971 წელი.
Lime factory in South Ossetia, 1971.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. 1971 წელი.
Rustavi metallurgical factory. 1971.
რუსთავის ქიმბოჭკოს ქარხანა, 1977 წელი.
Rustavi Chemical fiber factory, 1977.
რუსთავის ქიმბოჭკოს ქარხანა, 1977 წელი.
Rustavi Chemical fiber factory, 1977.
რუსთავის ქიმკომბინატი. 1971 წელი.
Rustavi chemical factory complex. 1971.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. 1971 წელი.
Rustavi metallurgical factory. 1971.
ჭიათურის მაღაროდან ამოტანილი ნედლეული. 1977 წელი.
Raw material taken from Chiatura mine.
1977.
თბილისის ტრიკოტაჟსართავი კომბინატი. 1977 წელი.
Tbilisi hosiery factory. 1977.
ქუთაისის ავტოქარხნის მზა პროდუქცია. 1977 წელი.
Kutaisi motor factory ready-made production. 1977.
ვიეტნამელები პრაქტიკაზე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში. 1977 წელი.
Vietnamese people practicing in Rustavi Metallurgical factory. 1977.
საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, ფოტოფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში, 2019 წლის 4-10 მაისს ექსპოზიცია „ივანე დვალის ფოტომატიანე“ გაიმართა.
ფოტოგრაფი, კონსტრუქტივიზმის ოსტატი, ივანე დვალი „საქინფორმში“ მოღვაწეობდა. „მის ნამუშევრებში აისახა საბჭოთა საქართველოს სინამდვილე, სადაც რთულ კომპოზიციებში ინდუსტრიალიზაციის ნამდვილი სახე ჩნდება. ივანე დვალის ოსტატობა საქინფორმის მდიდარი და ნაყოფიერი მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იდეოლოგიური ვალდებულებების მიუხედავად, მან იმდროინდელ ცხოვრებასა და ყოფასთან, ყოველდღიურობის ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული მაღალმხატვრული და რეალისტური ფოტომემკვიდრეობა შექმნა. კიდევ უფრო დიდია ივანე დვალისა და საქინფორმის ფოტოგრაფთა ნამუშევრების მნიშვნელობა იმ მხრივაც, რომ მათ მიერ შექმნილი პორტრეტები ცხადყოფენ იმ პერიოდის ნამდვილ ყოფასა და განწყობას. მემატიანის ეს ისტორიული როლი საქინფორმმა და ივანე დვალმა დიდი ოსტატობით იტვირთეს“, - ამბობს გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლიკა მამაცაშვილი.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატიკის 70-მდე ფოტო, რომელიც ეროვნულ არქივში დაცულ „საქინფორმის“ კოლექციაშია გაერთიანებული. ფოტოებზე ასახულია თბილისის, აფხაზეთის ქალაქების ხედები, ინდუსტრიული საქართველო – რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ჭიათურის მაღარო, ქუთაისის ავტოქარხანა და სხვა.