უკან დაბრუნება
კავკასიაში ლიეტუველთა ორგანიზაციის წარმომადგენელთა ყრილობა. მაგიდის ცენტრში საპატიო თავმჯდომარე პეტრას ვილეიშისი, მის გვერდით, მარჯვნივ, ყრილობის თავმჯდომარე პრანას დაილიდე. <br>
თბილისი 1917 წელი, 27-30 დეკემბერი<br>
Congress of the representatives of Lithuanian organizations in the Caucasus. At the table, in the center – Honorary Chairman Petras Vileišis, next to him to the right - Chairman of the Congress Pranas Dailidé. <br>Tbilisi, December 27- 30, 1917

კავკასიაში ლიეტუველთა ორგანიზაციის წარმომადგენელთა ყრილობა. მაგიდის ცენტრში საპატიო თავმჯდომარე პეტრას ვილეიშისი, მის გვერდით, მარჯვნივ, ყრილობის თავმჯდომარე პრანას დაილიდე.
თბილისი 1917 წელი, 27-30 დეკემბერი
Congress of the representatives of Lithuanian organizations in the Caucasus. At the table, in the center – Honorary Chairman Petras Vileišis, next to him to the right - Chairman of the Congress Pranas Dailidé.
Tbilisi, December 27- 30, 1917

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 2019 წლის 25 თებერლიდან 17 მარტამდე მასპინძლობდა გამოფენას „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში“.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოში ლიეტუვის საელჩოს, საქართველოს ეროვნული არქივისა და ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის მიერ. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივსა და ლიეტუვის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული ამიერკავკასიაში ლიეტუვის წარმომადგენლობის საქმიანობის, საქართველოსა და ლიეტუვის საერთაშორისო და კულტურული ურთიერთობის, ორი ქვეყნის პოლიტიკური განვითარების, სახელმწიფო სიმბოლოების, პირველი მთავრობების მუშაობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები, ასევე საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღდგენის აქტები.