უკან დაბრუნება
ირაკლი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ელიკო წერეთელი და ალბერ დემოლონი ბაღში.

ლიონი, საფრანგეთი.

Irakli Tsereteli, Niko Nikoladze, Eliko Tsereteli and Alber Demolon in the garden.

Lyon, France

ალბერ დემოლონი (1881-1954) ფრანგი ინჟინერი-აგრონომი, მეცნიერებათა დოქტორი. საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო აკადემიის საპატიო წევრი (1934), 1943 წლიდან კი ამავე აკადემიის პრეზიდენტი. ნიადაგის შემსწავლელი ფრანგული საზოგადოების დამაარსებელი. საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერების გამორჩეული მოღვაწე. ნიკო ნიკოლაძის დისწულის, ელიკო წერეთლის მეუღლე.

ფოთი. ხედი ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით აგებული ეკლესიიდან.

ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

1907.

Poti, View from the church built under the leadership of Niko Nikoladze.

Photo: Giorgi Nikoladze.

რუსუდან ნიკოლაძე, ბესიკ ჭიჭინაძე, მაკარენი, თამარ ნიკოლაძე ნადეჟდინსკაიას ქუჩა N 23-ში.

პეტერბურგი, რუსეთი.

ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

1907.

Rusudan Nikoladze, Besik Chichinadze, Makaren, Tamar Nikoladze at №23 Nadejdinskaia.

St. Petersburg, Russia.

Photo: Giorgi Nikoladze.

ბესიკ ჭიჭინაძე (1887-1937) პროფესორი, ინჟინერ-ჰიდრომშენებელი, ალექსი ჭიჭინაძისა და ნიკო ნიკოლაძის დის, ეფროსინე ნიკოლაძის შვილი, გიორგი ნიკოლაძის ახლო მეგობარი. სწავლობდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ამიერკავკასიის რკინიგზის საკვლევ-სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი; ბუხარის რკინიგზის მშენებლობის მონაწილე. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესი) მშენებლობის უფროსი და მთავარი ინჟინერი 1922 წლიდან. 1925-1928 წლებში ხელმძღვანელობს აბაშის ჰესის მშენებლობას. 1927 წელს დაინიშნა საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. იყო რიონჰესის მთავარი ინჟინერი 1927-1928 წლებში. ზესტაფონის ფერომარგანეცის ქარხნის მშენებელ, ამიერკავკასიის ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი 1930-1934 წლებში. 1934 წლიდან  გახდა საკავშირო საპროექტო ტრესტის „ჰიდროენერგოპროექტის“ მმართველი მოსკოვში. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1928 წლიდან ამავე ინსტიტუტის პროფესორი გახდა.შექმნა  ტექნიკური სახელმძღვანელობი ქართულ ენაზე.
სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. დახვრიტეს 1937 წელს.

რუსუდან ნიკოლაძე, ბესიკ ჭიჭინაძე, მაკარენი, თამარ ნიკოლაძე ნადეჟდინსკაიას ქუჩა N 23-ში.
პეტერბურგი, რუსეთი.
ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.
1907.
Rusudan Nikoladze, Besik Chichinadze, Makaren, Tamar Nikoladze at №23 Nadejdinskaia.
St. Petersburg, Russia.
Photo: Giorgi Nikoladze.
ბესიკ ჭიჭინაძე (1887-1937) პროფესორი, ინჟინერ-ჰიდრომშენებელი, ალექსი ჭიჭინაძისა და ნიკო ნიკოლაძის დის, ეფროსინე ნიკოლაძის შვილი, გიორგი ნიკოლაძის ახლო მეგობარი. სწავლობდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. ამიერკავკასიის რკინიგზის საკვლევ-სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი; ბუხარის რკინიგზის მშენებლობის მონაწილე. ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესი) მშენებლობის უფროსი და მთავარი ინჟინერი 1922 წლიდან. 1925-1928 წლებში ხელმძღვანელობს აბაშის ჰესის მშენებლობას. 1927 წელს დაინიშნა საქართველოს სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ. იყო რიონჰესის მთავარი ინჟინერი 1927-1928 წლებში. ზესტაფონის ფერომარგანეცის ქარხნის მშენებელ, ამიერკავკასიის ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი 1930-1934 წლებში. 1934 წლიდან გახდა საკავშირო საპროექტო ტრესტის „ჰიდროენერგოპროექტის“ მმართველი მოსკოვში. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი. 1928 წლიდან ამავე ინსტიტუტის პროფესორი გახდა.შექმნა ტექნიკური სახელმძღვანელობი ქართულ ენაზე. სტალინური რეპრესიების მსხვერპლი. დახვრიტეს 1937 წელს.

მიხეილ პოლიევქტოვი, რუსუდან ნიკოლაძე ნიკი პოლიევქტოვით ხელში, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები სახლის ეზოში.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.

Mikhail Polievktov, Rusudan Nikoladze together with their son Niki, Olgha Guramishvili-Nikoladze, Niko Nikoladze and others in the garden.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

მიხეილ პოლიევქტოვი (1872-1942) ისტორიკოსი. რუსუდან ნიკოლაძის მეუღლე. 1897 წელს დაათავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1902 წელს გახდა პრივატ-დოცენტი. 1908 წელს ნაშრომისთვის რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტატდის ზავის შემდეგ (1972-25)  მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1917 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად. 1920 წლიდან ცხოვრობდა თბილისში.
1917 წელს პოლიევქტოვმა ჩამოაყალიბა რუსეთის რევოლუციის შემსწავლელი საზოგადოება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც აგროვებდა ოქტომბრის რევოლუციის უშუალო მონაწილეების ინტერვიუებს, ზეპირ ისტორიებსა და დღიურებს. ეს დოკუმენტები ნიკო ნიკოლაძის, რუსუდან ნიკოლაძის და ირაკლი წერეთლის საბუთებთან ერთად, 90 წლის განმავლობაში ინახებოდა საქართველოში, ნიკოლაძეების ოჯახში. 2006 წელს კი კოლექცია შეიძინა ნოტრ დამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ (ავსტრალია).

მიხეილ პოლიევქტოვი, რუსუდან ნიკოლაძე ნიკი პოლიევქტოვით ხელში, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები სახლის ეზოში.
დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
Mikhail Polievktov, Rusudan Nikoladze together with their son Niki, Olgha Guramishvili-Nikoladze, Niko Nikoladze and others in the garden.
Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.
მიხეილ პოლიევქტოვი (1872-1942) ისტორიკოსი. რუსუდან ნიკოლაძის მეუღლე. 1897 წელს დაათავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1902 წელს გახდა პრივატ-დოცენტი. 1908 წელს ნაშრომისთვის რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტატდის ზავის შემდეგ (1972-25) მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1917 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად. 1920 წლიდან ცხოვრობდა თბილისში. 1917 წელს პოლიევქტოვმა ჩამოაყალიბა რუსეთის რევოლუციის შემსწავლელი საზოგადოება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც აგროვებდა ოქტომბრის რევოლუციის უშუალო მონაწილეების ინტერვიუებს, ზეპირ ისტორიებსა და დღიურებს. ეს დოკუმენტები ნიკო ნიკოლაძის, რუსუდან ნიკოლაძის და ირაკლი წერეთლის საბუთებთან ერთად, 90 წლის განმავლობაში ინახებოდა საქართველოში, ნიკოლაძეების ოჯახში. 2006 წელს კი კოლექცია შეიძინა ნოტრ დამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ (ავსტრალია).

ყრილობა ივანე შარაშიძის სახლის წინ წყლის თაობაზე.

ხონი.

1909.

Meeting held at Ivane Sharashidze’s on water issues.

Khoni, Georgia.

გვალვა აზარალებდა სოფელ დიდი-ჯიხაიშის მოსახლეობას. ამიტომ საჭირო გახდა სარწყავი არხების გაყვანა. ნიკო ნიკოლაძემ გადაწყვიტა სარწყავი არხის გამოყვანა მდინარე ცხენისწყლიდან, რომლის სათავეც იქნებოდა სოფელი მათხოჯი. არხი გაივლიდა ხონს და სოფლებს: ივანდიდს, გუბს, გოჩა-ჯიხაიშს, იანეთს და შეუერთდებოდა მდინარე გუბისწყალს. ამ საკითხზე მუშაობას ნიკოლაძე 1890-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა. მან გამონახა ამ საქმით დაინტერესებული პირები, რომლებიც გვერდში ამოუდგნენ და დიდი დახმარება გაუწიეს. ასეთები იყვნენ: ხონში - ცნობილი მოღვაწე ივანე შარაშიძე, კუხში და გუბში - ნესტორ წერეთელი, სოფელ მათხოჯში კი - მელაძეები.

ყრილობა ივანე შარაშიძის სახლის წინ წყლის თაობაზე.
ხონი.
1909.
Meeting held at Ivane Sharashidze’s on water issues.
Khoni, Georgia. გვალვა აზარალებდა სოფელ დიდი-ჯიხაიშის მოსახლეობას. ამიტომ საჭირო გახდა სარწყავი არხების გაყვანა. ნიკო ნიკოლაძემ გადაწყვიტა სარწყავი არხის გამოყვანა მდინარე ცხენისწყლიდან, რომლის სათავეც იქნებოდა სოფელი მათხოჯი. არხი გაივლიდა ხონს და სოფლებს: ივანდიდს, გუბს, გოჩა-ჯიხაიშს, იანეთს და შეუერთდებოდა მდინარე გუბისწყალს. ამ საკითხზე მუშაობას ნიკოლაძე 1890-იანი წლების დასაწყისიდან შეუდგა. მან გამონახა ამ საქმით დაინტერესებული პირები, რომლებიც გვერდში ამოუდგნენ და დიდი დახმარება გაუწიეს. ასეთები იყვნენ: ხონში - ცნობილი მოღვაწე ივანე შარაშიძე, კუხში და გუბში - ნესტორ წერეთელი, სოფელ მათხოჯში კი - მელაძეები.

ეკლესიის მშენებლობა ფოთში, ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით.

1907.

Church construction in Poti, initiated by mayor Niko Nikoladze.

1894-1912 წლებში ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავია. მისი მერობის დროს ჩაეყარა საფუძველი ფოთის ეკლესიას, რომელშიც საბჭოთა დროს დრამატული თეატრი ფუნქციონირებდა.

ფოთის პორტში ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწყობილი ახალი ელევატორის ხედი
ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

[1905-1910]

View of the new elevator in Poti port.

Photo: Giorgi Nikoladze.

ფოთის ნავსადგური ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, 1889-1905 წლებში შენდებოდა.

"როცა ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად აირჩიეს, ნავსადგურის მშენებლობა დიდი ხნის დაწყებული იყო. ვისი პროექტით არ შენდებოდა  - შავროვისო, ტიზენჰაუზენისო, ჟარინცოვისო, ფრილოვისო, ზეზემანისო, მაიერისო, - მაგრამ არაფერი გამოდიოდა. მშენებლობას საშველი არ ადგებოდა. ზღვა ფული იყრებოდა, მაგრამ ნავსადგური არა და არა, არ შენდებოდა. როგორც კი ნიკო ნიკოლაძე ქალაქის მერი გახდა, უპირველესად ნავსადგურის მშენებლობას მოჰკიდა ხელი. ახალი პროექტი მაშინდელ რუსეთში ცნობილმა ინჟინერმა ნიკოლოზ ვოზნესენსკიმ შეადგინა. მშენებლობა კი ბუნგე-პალაშკოვსკის ფირმას დაევალა. ის, რაც რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ვერ გაკეთდა, რამდენიმე წელიწადში აშენდა. ფოთს ახალი, კეთილმოწყობილი ნავსადგური გაუჩნდა."

ნაწყვეტი აკაკი ბაქრაძის წიგნიდან „ნიკო ნიკოლაძე: დოკუმენტური ნარკვევი“. თბილისი, ნაკადული. 1889

ფოთის პორტში ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწყობილი ახალი ელევატორის ხედი ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

ჭიათურა - გადაღებული საქართველოში ჩოგბურთის ფუძემდებლის, იან ჰომერის (1898-1981) სახლის აივნიდან.
1910.

Landscape in Chiatura, view from the house of  Ian Hommer (1898-1981), founder of tennis sport in Georgia.

1917-1924  წლებში ნიკოლაძე ჭიათურის შავიქვის მრეწველობის საქმეებში იყო ჩაბმული. 1918 წელს შეუდგენია „პროექტი ჭიათურის შავი ქვის სააქციო საზოგადოების წესდების შეცვლისა“. ამავე წლის დეკემბერში ნიკოლაძე აურჩევიათ აქციონერული საზოგადოების გამგეობის წევრად. ამ დღიდან 1924 წლამდე მისი საზრუნავი გახდა ჭიათურის შავიქვის მრეწველობის აღორძნება, განვითარება და მსოფლიო ბაზარზე გატანა. 1920  წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ გაყოლია ეკონომიურ მისიას. იმავე წლის აგვისტოში „ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო საზოგადოებას“ (ЧЭМО) იგი გაუგზავნია დელეგაციის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ის დარჩა 1922 წლის თებერვლამდე. ამ ხნის განმავლობაში ნიკოლაძეს ვხედავთ როტერდამში, ლონდონში, პარიზში და ჰააგაში. მიწერ-მოწერა აქვს სტამბოლთან, თბილისთან, სადაც ამ დროს ჩამოყალიბდა „ჩემოს“ ახალი გამგეობა. ნიკო ნიკოლაძეს შეუდგენია „1924 წლისათვის მარგანეცის პროგრამა“. ნიკოლაძის რჩევით, საქართველოს ეწვია ამერიკელი მრეწველი ჰარიმანი თავისი კამპანიონებით და საქართველოს სსრ იმდროინდელმა მთავრობამ მასთან დადო ხელშეკრულება ჭიათურის შავიქვის საექსპლოატაციოდ.
თამარ მაჭავარიანი. „ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი“. თბილისი 1964.

ჭიათურა - გადაღებული საქართველოში ჩოგბურთის ფუძემდებლის, იან ჰომერის (1898-1981) სახლის აივნიდან. 1910.
Landscape in Chiatura, view from the house of Ian Hommer (1898-1981), founder of tennis sport in Georgia.
1917-1924 წლებში ნიკოლაძე ჭიათურის შავიქვის მრეწველობის საქმეებში იყო ჩაბმული. 1918 წელს შეუდგენია „პროექტი ჭიათურის შავი ქვის სააქციო საზოგადოების წესდების შეცვლისა“. ამავე წლის დეკემბერში ნიკოლაძე აურჩევიათ აქციონერული საზოგადოების გამგეობის წევრად. ამ დღიდან 1924 წლამდე მისი საზრუნავი გახდა ჭიათურის შავიქვის მრეწველობის აღორძნება, განვითარება და მსოფლიო ბაზარზე გატანა. 1920 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ გაყოლია ეკონომიურ მისიას. იმავე წლის აგვისტოში „ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო საზოგადოებას“ (ЧЭМО) იგი გაუგზავნია დელეგაციის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ის დარჩა 1922 წლის თებერვლამდე. ამ ხნის განმავლობაში ნიკოლაძეს ვხედავთ როტერდამში, ლონდონში, პარიზში და ჰააგაში. მიწერ-მოწერა აქვს სტამბოლთან, თბილისთან, სადაც ამ დროს ჩამოყალიბდა „ჩემოს“ ახალი გამგეობა. ნიკო ნიკოლაძეს შეუდგენია „1924 წლისათვის მარგანეცის პროგრამა“. ნიკოლაძის რჩევით, საქართველოს ეწვია ამერიკელი მრეწველი ჰარიმანი თავისი კამპანიონებით და საქართველოს სსრ იმდროინდელმა მთავრობამ მასთან დადო ხელშეკრულება ჭიათურის შავიქვის საექსპლოატაციოდ. თამარ მაჭავარიანი. „ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი“. თბილისი 1964.

ნიკო ნიკოლაძის სამუშაო ოთახი ქალაქ ფოთში.

Niko Nikoladze’s office in Poti, Georgia.

გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე ბავშვობაში

ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.

Giorgi Nikoladze, Rusudan Nikoladze and Tamar Nikoladze in childhood.
Photo: Niko Nikoladze.

გიორგი ნიკოლაძე (1888-1931) მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1913). 1913–18 წლებში მუშაობდა რუსეთისა და უკრაინის მეტალურგიულ ქარხნებში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1929–30 წლებში თბილისში (დიდუბეში) ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. 1927 წელს დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია, დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა პარიზში, ნიკოლაძემ დაიცვა სორბონაში (1928). შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები (გამოიცა 1934 წელს). 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, 1918 წელს კი, პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“ თბილისში. 1923 წელს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ენციკლოპედია თბილისი. თბ.–2002 წ.

გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე ბავშვობაში
ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.
Giorgi Nikoladze, Rusudan Nikoladze and Tamar Nikoladze in childhood. Photo: Niko Nikoladze.
გიორგი ნიკოლაძე (1888-1931) მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ–ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (1913). 1913–18 წლებში მუშაობდა რუსეთისა და უკრაინის მეტალურგიულ ქარხნებში. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1929–30 წლებში თბილისში (დიდუბეში) ნიკოლაძის ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით აშენდა ფეროშენადნობთა სადნობი საცდელი ღუმელი, რომელზედაც ჩატარებული ცდების შედეგები საფუძვლად დაედო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშაობას. 1927 წელს დაამუშავა ალგებრული წილების ალგებრული სისტემების თეორია, დისერტაცია, რომელიც ცალკე წიგნად გამოვიდა პარიზში, ნიკოლაძემ დაიცვა სორბონაში (1928). შექმნა პირველი ქართული სახემძღვანელო – დიფერენციალური გეომეტრიის ელემენტები (გამოიცა 1934 წელს). 1913 წელს დააარსა სატანვარჯიშო საზოგადოება დონბასში, 1918 წელს კი, პირველი სატანვარჯიშო საზოგადოება „შევარდენი“ თბილისში. 1923 წელს მოაწყო ალპინისტური ასვლა მყინვარწვერზე, რამაც დასაბამი მისცა ალპინიზმს ყოფილ სსრკ–ში. მისი ხელმძღვანელობით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ენციკლოპედია თბილისი. თბ.–2002 წ.

გიორგი, თამარ, რუსუდან ნიკოლაძეები და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე სან-მარკოს მოედანზე ვენეციაში, იტალია.

ფოტო:  ნიკო ნიკოლაძე.

1902.

Giorgi, Tamar, Rusudan Nikoladzes and Olgha Guramishvili-Nikoladze at Piazza San Marco,
Venice, Italy.

Photo: Niko Nikoladze.

ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე (1855-1940) პედაგოგი. ილია ჭავჭავაძის მეუღლის სეხნია, ნათესავი და მისი ნათლული. ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო. 1873 წელს ნიკო ნიკოლაძის უმცროსი დის, ეფროსინეს პასპორტით, სასწავლებლად გაემგზავრა შვეიცარიაში. მის გაგზავნასა და სწავლის დაფინანსებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა მომავალი მეუღლე ნიკო ნიკოლაძე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1878-1881 წლებში,  ასწავლიდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. 1883 წელს ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში იქორწინეს. მათ სამი შვილი ჰყავდათ - გიორგი, თამარი და რუსუდანი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა პეტერბურგში, სადაც იქ გადასახლებულ ნიკო ნიკოლაძეს ახლდა თან. პეტერბურგში ცხოვრების დროს ოლღას ჰქონდა სალონი, რომელშიც მხატვრები, მწერლები და კომპოზიტორების იყრიდნენ თავს. აქ იკრიბებოდნენ მიხაი ზიჩი, გიგო გაბაშვილი, დავით გურამიშვილი, მეცნიერი ივანე თარხნიშვილი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი, ვალენტინა სეროვა და სხვები. 1894 წელს დიდ ჯიხაიშში ოლღამ ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო. მესვეურობდა განათლების საქმეებს ფოთში, იქ ნიკოს ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში.

გიორგი, თამარ, რუსუდან ნიკოლაძეები და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე სან-მარკოს მოედანზე ვენეციაში, იტალია.
ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.
1902.
Giorgi, Tamar, Rusudan Nikoladzes and Olgha Guramishvili-Nikoladze at Piazza San Marco, Venice, Italy.
Photo: Niko Nikoladze.
ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე (1855-1940) პედაგოგი. ილია ჭავჭავაძის მეუღლის სეხნია, ნათესავი და მისი ნათლული. ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალი, რომელმაც განათლება ევროპაში მიიღო. 1873 წელს ნიკო ნიკოლაძის უმცროსი დის, ეფროსინეს პასპორტით, სასწავლებლად გაემგზავრა შვეიცარიაში. მის გაგზავნასა და სწავლის დაფინანსებაში მნიშვნელოვან მონაწილეობას იღებდა მომავალი მეუღლე ნიკო ნიკოლაძე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1878-1881 წლებში, ასწავლიდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. 1883 წელს ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში იქორწინეს. მათ სამი შვილი ჰყავდათ - გიორგი, თამარი და რუსუდანი. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა პეტერბურგში, სადაც იქ გადასახლებულ ნიკო ნიკოლაძეს ახლდა თან. პეტერბურგში ცხოვრების დროს ოლღას ჰქონდა სალონი, რომელშიც მხატვრები, მწერლები და კომპოზიტორების იყრიდნენ თავს. აქ იკრიბებოდნენ მიხაი ზიჩი, გიგო გაბაშვილი, დავით გურამიშვილი, მეცნიერი ივანე თარხნიშვილი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი, ვალენტინა სეროვა და სხვები. 1894 წელს დიდ ჯიხაიშში ოლღამ ქალთა გიმნაზია გახსნა და პოლიტექნიკური სწავლება შემოიღო. მესვეურობდა განათლების საქმეებს ფოთში, იქ ნიკოს ქალაქის თავად მუშაობის პერიოდში.

ნიკო ნიკოლაძის დები ანასტასია და ეკატერინე ნიკოლაძეები თამაშობენ ბანქოს კლარა ტიტელი-გურამიშვილთან და რუსუდან ნიკოლაძესთან ერთად.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

1910.

Niko Nikoladze’s sisters, Anastasia and Ekaterine playing cards together with Rusudan Nikoladze and Klara Titeli-Guramishvili.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

Photo: Giorgi Nikoladze.

ეკატერინე და ანასტასია ნიკოლაძეები ერთ-ერთი პირველი ქართველი ქალები იყვნენ, რომლებმაც განათლება ევროპის უნივერსიტეტში მიიღეს.

ნიკო ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, რუსუდან და თამარ ნიკოლაძები კურორტზე. ნიკო ნიკოლაძეს ხელში უჭირავს თავისი ფოტოაპარატი.

ერქსლებენი, გერმანია.

ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

1902.

Niko Nikoladze, Olgha Guramishvili-Nikoladze, Rusudan and Tamar Nikoladzes at the resort. Niko Nikoladze holding his photo camera.

Erxleben, Germany.

Photo: Giorgi Nikoladze.

თამარ ნიკოლაძე (1892-1939) ფიზიოლოგი. ნიკო ნიკოლაძისა და ოლღა გურამიშვილის შვილი. ერთ-ერთი პირველი ქართველი სპორტსმენი ქალი. სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ წევრი. ნიკო მუსხელიშვილის მეუღლე.

ირაკლი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და ალბერ დემოლონი.

ლიონი, საფრანგეთი.

Irakli Tsereteli, Niko Nikoladze and Alber Demolon.
Lyon, France.

ირაკლი წერეთელი (1882-1959) საქართველოსა და რუსეთის პოლიტიკური მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. ნიკო ნიკოლაძის დისწული. საქართველოს და რუსეთის მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1902 წელს გაასახლეს აღმოსავლეთ ციმბირში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ რედაქტორობდა ჟურნალ „კვალს“. II სახელმწიფო სათათბიროში იყო სოციალ-დემოკრატთა ფრაქციის ლიდერი. სათათბიროს დათხოვნის შემდეგ (1907) ფრაქციის სხვა წევრებთან ერთად მიუსაჯეს კატორღა. 1912 წლიდან ციმბირში დასახლების უფლება მისცეს. გადასახლებიდან გათავისუფლდა 1917 წელს. პეტროგრადში დაბრუნების შემდეგ (1917 მარტი) მენშევიკური პარტიის და პეტროგრადის აღმასკომის ერთ-ერთი მეთაური. 1917 წლის გაზაფხულზე იყო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების პეტროგრადის საბჭოს ცენტრისტული ბირთვის მეთაური. იყო მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების სრულიად რუსეთის ცაკის I მოწვევის წევრი, დროებითი მთავრობის ფოსტისა და ტელეგრაფის მინისტრი (1917 მაისი-ივლისი). ივლისის დღეების შემდეგ დროებითი მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი. 1917 წელს მონაწილეობდა მოსკოვის სახელმწიფო თათბირში. ოქტომბრის რევოლუციის წინ დაბრუნდა საქართველოში. იყო ქართველი მენშევიკების ლიდერი. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლიდან იმყოფებოდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან - აშშ-ში. 1963 წელს პარიზში რუსულ ენაზე გამოვიდა მისი მოგონებები.

„ქართული საბჭოთა ენციკლოპედია“.

ირაკლი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე და ალბერ დემოლონი.
ლიონი, საფრანგეთი.
Irakli Tsereteli, Niko Nikoladze and Alber Demolon. Lyon, France.

გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე.

ფოთი.

Giorgi Nikoladze, Niko Nikoladze, Olgha Guramishvili-Nikoladze, Rusudan Nikoladze.

Poti, Georgia.

რუსუდან ნიკოლაძე (1884-1981) ქიმიკოსი. ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი, მიხეილ პოლიევქტოვის ცოლი. დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი (1909) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (1913). მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში (1909-1917), თსუ-ში, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე.

1921 წლიდან რუსუდან ნიკოლაძემ განათლების კომისარიატში დაიწყო მუშაობა და პირადად ხელმძღვანელობდა დაწყებითი შრომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას, უშუალოდ მონაწილეობდა განახლებული სკოლების გარდაქმნაში. მუშაობდა საბავშვო ბაღებისა და შრომის სკოლების შესაფერისი სახელმძღვანელოების შედგენაზე. მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია არაერთი სამეცნიერო-მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია (1970). გამოცემული აქვს მემუარები: „დაუვიწყარი დღეები და წუთები“. თბ. 1970; „ცხოვრების დიდ გზაზე“. თბ. 1975.

გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე.
ფოთი.
. Giorgi Nikoladze, Niko Nikoladze, Olgha Guramishvili-Nikoladze, Rusudan Nikoladze.
Poti, Georgia.
რუსუდან ნიკოლაძე (1884-1981) ქიმიკოსი. ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი, მიხეილ პოლიევქტოვის ცოლი. დაამთავრა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიური ინსტიტუტი (1909) და პეტერბურგის უნივერსიტეტი (1913). მუშაობდა პეტერბურგის ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში (1909-1917), თსუ-ში, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არაორგანული და ზოგადი ქიმიის კათედრაზე.
1921 წლიდან რუსუდან ნიკოლაძემ განათლების კომისარიატში დაიწყო მუშაობა და პირადად ხელმძღვანელობდა დაწყებითი შრომის სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაობას, უშუალოდ მონაწილეობდა განახლებული სკოლების გარდაქმნაში. მუშაობდა საბავშვო ბაღებისა და შრომის სკოლების შესაფერისი სახელმძღვანელოების შედგენაზე. მუშაობდა არაორგანული ქიმიის საკითხებზე. ავტორია არაერთი სამეცნიერო-მეთოდური და მემუარული ნაშრომისა. დ. გვარამაძესთან ერთად შეადგინა ქიმიის ტერმინოლოგია (1970). გამოცემული აქვს მემუარები: „დაუვიწყარი დღეები და წუთები“. თბ. 1970; „ცხოვრების დიდ გზაზე“. თბ. 1975.

ნინო ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი და თამარ ნიკოლაძე / ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.

1893.

Nino Zurabishvili, Niko Nikoladze’s eldest daughter and Tamar Nikoladze.

Photo: Niko Nikoladze.

1870-იან წლებში ანა მაკაროვასგან ნიკო ნიკოლაძეს ქალიშვილი, ნინო შეეძინა. წყვილი ქორწინებაში არ იმყოფებოდა. თავიდანვე დაობლებული ნინო მაკაროვა მამის ხარჯით რუსეთში, პანსიონში იზრდებოდა. მოგვიანებით, როდესაც გადასახლებული ნიკო პეტერბურგში ცხოვრობდა ოლღასთან ერთად, ოლღა გურამიშვილმა 12 წლის გოგონა მოძებნა და შეიფარა.

სულ ნიკო ნიკოლაძეს 6 შვილი ჰყავდა. პირველი ნინო იყო, შემდეგ, ბოგუმილა ზემიანსკაიასთან ქორწინებაში, დაიბადნენ  თელიკო და ლოლო, ხოლო ოლღა გურამიშვილთან ნიკოს სამი შვილი, რუსუდანი, თამარი და გიორგი შეეძინა.

ნინო ზურაბიშვილი, ნიკო ნიკოლაძის უფროსი ქალიშვილი და თამარ ნიკოლაძე / ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.
1893.
Nino Zurabishvili, Niko Nikoladze’s eldest daughter and Tamar Nikoladze.
Photo: Niko Nikoladze.
1870-იან წლებში ანა მაკაროვასგან ნიკო ნიკოლაძეს ქალიშვილი, ნინო შეეძინა. წყვილი ქორწინებაში არ იმყოფებოდა. თავიდანვე დაობლებული ნინო მაკაროვა მამის ხარჯით რუსეთში, პანსიონში იზრდებოდა. მოგვიანებით, როდესაც გადასახლებული ნიკო პეტერბურგში ცხოვრობდა ოლღასთან ერთად, ოლღა გურამიშვილმა 12 წლის გოგონა მოძებნა და შეიფარა. სულ ნიკო ნიკოლაძეს 6 შვილი ჰყავდა. პირველი ნინო იყო, შემდეგ, ბოგუმილა ზემიანსკაიასთან ქორწინებაში, დაიბადნენ თელიკო და ლოლო, ხოლო ოლღა გურამიშვილთან ნიკოს სამი შვილი, რუსუდანი, თამარი და გიორგი შეეძინა.

ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე ვაჟიშვილით, ნიკი პოლიევქტოვით ხელში და ნიკო ნიკოლაძე.

1910-იანი წლები.

Olgha Guramishvili-Nikoladze, Rusudan Nikoladze holding her child Niki Polievktov and Niko Nikoladze.

1910-s.

გიორგი ნიკოლაძე, მისი მეუღლე ჟორჟეტა ღამბაშიძე, ნიკო მუსხელიშვილისა და თამარ ნიკოლაძის ვაჟი გურამ მუსხელიშვილი, თამარ ნიკოლაძე და მათი მეგობრები: ფაინა კილაძე, თამარ ბაქრაძე თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

თბილისი / Tbilisi, Georgia.

1929-1930.

Giorgi Nikoladze, his wife George. tta Ghambashidze, Niko Muskhelishvili and Tamar Nikoladze’s son Gurami, Tamar Nikoladze and their friends, Paina Kiladze, Tamar Bakradze in Tbilisi botanical garden.

მარცხნიდან სხედან: ფოთის გიმნაზიის დირექტორი ანა სოკოლოვსკაია, რუსუდან ნიკოლაძე, კონსტანტინე მიქაბერიძის ცოლი ანა (ნიუტა) გოროდეცკაია, გიორგი ნიკოლაძე, ქეთევან გურამიშვილი, კლარა ტიტელი-გურამიშვილი, თამარ ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე. დგანან: სამხედრო ექიმი კონსტანტინე მიქაბერიძე, ქეთევან გურამიშვილის მეუღლე სენია შჩუკინი; კონსტანტინე მიქაბერიძის ძმისწული იოსებ მიქაბერიძე, დუნია (ევდოკია) აფანასევა.

1910.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

ფოტო: დავით გურამიშვილი / Photo: Davit Guramishvili
Sitting from left: director of gymnasium in Poti, Ana Kokolovskaia, Rusudan Nikoladze, Ana (Niuta) Gorodetskaia, Giorgi Nikoladze, Ketevan Guramishvili, Klara Titeli-Guramishvili, Tamar Nikoladze, Olgha guramishvili-Nikoladze. Standing: Konstantine Mikaberidze, Senia Schukin, Ioseb Mikaberidze, Dunia (Evdokia) Afanasieva.

მარცხნიდან სხედან: ფოთის გიმნაზიის დირექტორი ანა სოკოლოვსკაია, რუსუდან ნიკოლაძე, კონსტანტინე მიქაბერიძის ცოლი ანა (ნიუტა) გოროდეცკაია, გიორგი ნიკოლაძე, ქეთევან გურამიშვილი, კლარა ტიტელი-გურამიშვილი, თამარ ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე. დგანან: სამხედრო ექიმი კონსტანტინე მიქაბერიძე, ქეთევან გურამიშვილის მეუღლე სენია შჩუკინი; კონსტანტინე მიქაბერიძის ძმისწული იოსებ მიქაბერიძე, დუნია (ევდოკია) აფანასევა.
1910.
დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.
ფოტო: დავით გურამიშვილი / Photo: Davit Guramishvili Sitting from left: director of gymnasium in Poti, Ana Kokolovskaia, Rusudan Nikoladze, Ana (Niuta) Gorodetskaia, Giorgi Nikoladze, Ketevan Guramishvili, Klara Titeli-Guramishvili, Tamar Nikoladze, Olgha guramishvili-Nikoladze. Standing: Konstantine Mikaberidze, Senia Schukin, Ioseb Mikaberidze, Dunia (Evdokia) Afanasieva.

თამარ ნიკოლაძე, კლარა ტიტელი-გურამიშვილი, ადვოკატი ბესარიონ ხოფერია. უკანა პლანზე: ქეთევან გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე.

1913.

ფოთი / Poti, Georgia.

ფოტო: დავით გურამიშვილი / Photo: Davit Guramishvili.

Tamar Nikoladze, Klara Titeli-Guramishvili, lawer Besarion Khoperia. At the back: Ketevan Guramishvili, Niko Nikoladze and Olgha Guramishvili-Nikoladze.

დავით გურამიშვილი (1857-1926) ფოტოგრაფი, მხატვარი. თბილისის გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1873 წელს, გურამიშვილი გაემგზავრა პარიზში განათლების გასაღრმავებლად. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პრესაში,  “ფალანგასა” და “ობზორში”, სადაც ათავსებდა ჩანახატებს ნატურიდან და კარიკატურებს. გატაცებული იყო თეატრით, შეირთო კიდეც ცოლად მომღერალი კლარა ტიტელი. მეგობრობდა გიგო გაბაშვილთან, ახლოს იცნობდა მხატვარს, “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორს მიხაი ზიჩის. ზიჩის რჩევით, 1886 წელს გურამიშვილმა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. სწორედ იქ გაიტაცა ფოტოგრაფიამ.

გია გერსამია. ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი.

კლარა ტიტელი-გურამიშვილი (1866-1956) საოპერო მომღერალი, დავით გურამიშვილის მეუღლე.

თამარ ნიკოლაძე, კლარა ტიტელი-გურამიშვილი, ადვოკატი ბესარიონ ხოფერია. უკანა პლანზე: ქეთევან გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე.
1913.
ფოთი / Poti, Georgia.
ფოტო: დავით გურამიშვილი / Photo: Davit Guramishvili.
Tamar Nikoladze, Klara Titeli-Guramishvili, lawer Besarion Khoperia. At the back: Ketevan Guramishvili, Niko Nikoladze and Olgha Guramishvili-Nikoladze. დავით გურამიშვილი (1857-1926) ფოტოგრაფი, მხატვარი. თბილისის გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1873 წელს, გურამიშვილი გაემგზავრა პარიზში განათლების გასაღრმავებლად. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა პრესაში, “ფალანგასა” და “ობზორში”, სადაც ათავსებდა ჩანახატებს ნატურიდან და კარიკატურებს. გატაცებული იყო თეატრით, შეირთო კიდეც ცოლად მომღერალი კლარა ტიტელი. მეგობრობდა გიგო გაბაშვილთან, ახლოს იცნობდა მხატვარს, “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრატორს მიხაი ზიჩის. ზიჩის რჩევით, 1886 წელს გურამიშვილმა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. სწორედ იქ გაიტაცა ფოტოგრაფიამ.
გია გერსამია. ფოტოგრაფიის ქართული მუზეუმი.
კლარა ტიტელი-გურამიშვილი (1866-1956) საოპერო მომღერალი, დავით გურამიშვილის მეუღლე.

ნიკო ნიკოლაძის მოურავი სიმონ ვაშაკიძე და მისი მეუღლე ელისაბედი.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.

ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.

Niko Nikoladze’s house manager and his wife Elisabeth.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

Photo: Niko Nikoladze.

ნიკო ნიკოლაძის მოურავი სიმონ ვაშაკიძე და მისი მეუღლე ელისაბედი.
დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
ფოტო: ნიკო ნიკოლაძე.
Niko Nikoladze’s house manager and his wife Elisabeth.
Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.
Photo: Niko Nikoladze.

პოეტი ნიკოლაი სიმბორსკი (1849-1881).

Poet Nikolai Simborski (1849-1881).

„ნიკოლოზ სიმბორსკიმ იცოდა, რაც ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, იგი სეკუნდანტი იყო და საქმის ვითარებას ზედმიწევნით იცნობდა. მაგრამ მაინც ამ უაზრობის აზრს ვერაფრით მიმხვდარიყო. რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი? მერედა, ვისა და ვის - ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს?!

მართალია, ის, რაც „დროებამ“ დასტამბა, საწყენია, გულსატკენია, მაგრამ ორივემ ხომ ჩინებულად იცის - არ გამოირჩევა კავკასიური პრესა (სულერთია, ქართული იქნება, სომხური თუ რუსული) თავშეკავებით, თავაზიანობით, მორიდებით. არ ზოგავენ, არ უფრთხილდებიან ერთმანეთის თავმოყვარეობას, ღირსებას.

...მოულოდნელად სიმბორსკი მუხლებზე დაეცა და ისტერიული ქვითინი აუტყდა - თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... საცოდავად სლუკუნებდა იგი. ყველა სიმბორსკის მიაშტერდა. მისმა საქციელმა ილიაც გამოაფხიზლა და ნიკოც. ორივე სიმბორსკის მივარდა და ფეხზე წამოაყენეს. სიმბორსკი პატარა ბიჭივით მჯიღებით იწმენდდა ცრემლებს და - მაპატიეთ... მაპატიეთო - დაბნეული ლუღლუღებდა.
შერიგების ოქმი იმ დღესვე დაიწერა.”

აკაკი ბაქრაძის წიგნიდან ნიკო ნიკოლაძე: დოკუმენტური ნარკვევი. თბილისი, ნაკადული. 1889

პოეტი ნიკოლაი სიმბორსკი (1849-1881).
Poet Nikolai Simborski (1849-1881).
„ნიკოლოზ სიმბორსკიმ იცოდა, რაც ხდებოდა. ბოლოს და ბოლოს, იგი სეკუნდანტი იყო და საქმის ვითარებას ზედმიწევნით იცნობდა. მაგრამ მაინც ამ უაზრობის აზრს ვერაფრით მიმხვდარიყო. რატომ უნდა დაეხოცათ ერთმანეთი? მერედა, ვისა და ვის - ილია ჭავჭავაძესა და ნიკო ნიკოლაძეს?!
მართალია, ის, რაც „დროებამ“ დასტამბა, საწყენია, გულსატკენია, მაგრამ ორივემ ხომ ჩინებულად იცის - არ გამოირჩევა კავკასიური პრესა (სულერთია, ქართული იქნება, სომხური თუ რუსული) თავშეკავებით, თავაზიანობით, მორიდებით. არ ზოგავენ, არ უფრთხილდებიან ერთმანეთის თავმოყვარეობას, ღირსებას.
...მოულოდნელად სიმბორსკი მუხლებზე დაეცა და ისტერიული ქვითინი აუტყდა - თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მომკალით... საცოდავად სლუკუნებდა იგი. ყველა სიმბორსკის მიაშტერდა. მისმა საქციელმა ილიაც გამოაფხიზლა და ნიკოც. ორივე სიმბორსკის მივარდა და ფეხზე წამოაყენეს. სიმბორსკი პატარა ბიჭივით მჯიღებით იწმენდდა ცრემლებს და - მაპატიეთ... მაპატიეთო - დაბნეული ლუღლუღებდა. შერიგების ოქმი იმ დღესვე დაიწერა.”
აკაკი ბაქრაძის წიგნიდან ნიკო ნიკოლაძე: დოკუმენტური ნარკვევი. თბილისი, ნაკადული. 1889

აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.

1909.

Akaki Tsereteli and Niko Nikoladze giving donkey some water.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

„1887 წლიდან 1895 წლამდე ნიკო მუდმივად ცხოვრობდა დიდ ჯიხაიშში. აქ ხშირად იყრიდნენ თავს იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები და მწერლები: გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, სოფრომ მგალობლიშვილი, გიორგი ჭალადიდელი, ილია ხონელი, მამია გურიელი, იაკობ ფარცხავა, იონა მეუნარგია, გიორგი ზდანოვიჩი და სხვები. ნიკოს ხშირი სტუმარი იყო აგრეთვე აკაკი წერეთელი.

აკაკი წერეთელი ნიკო ნიკოლაძეს დიდ-ჯიხიშში პირველად 1889 წლის ზაფხულში ეწვია სტუმრად, აგვისტოს თვეში. ის ნიკოს ვაჟის - გიორგის ნათლობას დაესწრო. გიორგის ნათლობა დიდი ზეიმით გადაიხადეს. ამის შემდეგ აკაკი ხშირად ჩადიოდა ჯიხაიშში. ხან გავლით მიდიოდა, ხან ნიკოს ჩამოყავდა, ხანდახან კი 3-4 დღეს დარჩებოდა და შემდეგ გაემგზავრებოდა ხოლმე ფოთში, ქუთაისსა და ხონში.

აღტაცებაში მოყავდა აკაკი სხვადასხვა ცხოველებს, რომლებიც ნიკოს საზღვარგარეთიდან ყავდა ჩამოყვანილი და გაწვრთნილი. ამ ცხოველებს აკაკი ნიკოს ბავშვებთან ერთად ეთამაშებოდა. 1909 წელს მას ესპანურ თეთრ ვირთან სურათიც გადაიღო.“

აკაკი დევიძე, ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში. თბილისი. 1958.

ალექსი ჭიჭინაძე ოჯახით და ნიკო ნიკოლაძე.

Aleksi Chichinadze’s family and Niko Nikoladze.

ალექსი ჭიჭინაძე (1851-1917) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ბესიკ ჭიჭინაძის მამა. 1870 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1876 წელს მისი ხელმძღვანელობით, ქუთაისში გაიხსნა ორკლასიანი კერძო ქართული სკოლა პანსიონთან ერთად. 1870-იანი წლების ბოლოს ჭიჭინაძე მონაწილეობდა სახელმწიფო სკოლის პროექტის შედგენაში. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის დაარსებაში. 1886 წელს იაკობ გოგებაშვილის მოთხოვნით, ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორად დაინიშნა. 1894-1900 წლებში მუშაობდა თერგის ოლქის სკოლის ინსპექტორად, 1900-1905 წლებში ერევნის გუბერნიის სახელმწიფო სკოლების დირექტორად, 1905-1914 წლებში ხონის საოსტატო სემინარიის დირექტორად, ხოლო 1914-1917 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორად.

1900-იან წლებში მისი უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ქუთაისის ქართული სცენა, რისთვისაც ი. მიქელაძესთან ერთად ალექსი ჭიჭინაძე ქართულად თარგმნიდა პიესებს.

დუნია (ევდოკია) აფანასიევა, ნიკო ნიკოლაძის შინამოსამსახურე უვლის ქათმებს.

დიდი ჯიხაიში, სამტრედია.

1916.

Dunia (Evdokia) Afanasieva, Niko Nikoladze’s housekeeper feeding hens.

Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

დუნია აფანასიევა  (ევდოკია ათანასის ასული აფანასიევა) - ნიკო ნიკოლაძის შინა-მოსამსახურე იყო, რომელიც ბოლომდე შერჩა მწერლის ოჯახს. გარდაიცვალა თბილისში 1952 წელს, 80 წლის ასაკში. წერდა ლექსებს. ერთხელ ლექსი ჯიხაიშში სტუმრად მყოფ აკაკისაც წაუკითხა.
აკაკი დევიძე, ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში. თბილისი. 1958

დუნია (ევდოკია) აფანასიევა, ნიკო ნიკოლაძის შინამოსამსახურე უვლის ქათმებს.
დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
1916.
Dunia (Evdokia) Afanasieva, Niko Nikoladze’s housekeeper feeding hens.
Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.
დუნია აფანასიევა (ევდოკია ათანასის ასული აფანასიევა) - ნიკო ნიკოლაძის შინა-მოსამსახურე იყო, რომელიც ბოლომდე შერჩა მწერლის ოჯახს. გარდაიცვალა თბილისში 1952 წელს, 80 წლის ასაკში. წერდა ლექსებს. ერთხელ ლექსი ჯიხაიშში სტუმრად მყოფ აკაკისაც წაუკითხა. აკაკი დევიძე, ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში. თბილისი. 1958

ფოთის ეკლესიის საძირკვლის ჩაყრა. ჯგუფში: ნიკო ნიკოლაძე.

1906.

Niko Nikoladze attending construction works in Poti.

ბრიტანელების სამხედრო აღლუმი ბათუმის ქუჩებში.

ფოტო: ვახტანგ ღამბაშიძე.

1920.

British military forces in Batumi streets.

Photo: Vakhtang Ghambashidze.

მამაკაცთა ჯგუფი თურქეთის ერთ-ერთ ქალაქში. მათ შორის ნიკო ნიკოლაძე.

სტამბოლი, თურქეთი.

Niko Nikoladze in the street together with the group of unknown persons.

Istanbul, Turkey.

ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი მაჩაბელი გემბანზე.

1918.

Doctor Vakhtang Ghambashidze and Georgian politician and perfomer Giorgi Matchabelli on the deck.

ტრაპიზონში, ოსმალეთთან ამიერკავკასიის სეიმის მოლაპარაკებებში ვახტანგ ღამბაშიძე დრაგომანის (თარჯიმანი) სტატუსით იღებდა მონაწილეობას. დელეგაციის წარმომადგენელთა შორის იყო გიორგი მაჩაბელი.

გიორგი მაჩაბელი (1885-1935) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ბერლინის სამთო აკადემიის კურსდამთავრებული ინჟინრის სპეციალობით. ივანე მაჩაბლის ძმისწული. ცნობილი იტალიელი მსახიობის, ნორინა ჯილის (იგივე მარია კარმი) მეუღლე. თანამშრომლობდა გერმანელებთან რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლების მიზნით. 1914 წელს საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის (იგივე ქართული ეროვნული კომიტეტი) ერთ-ერთი დამაარსებელი.
ვახტანგ ღამბაშიძე (1872-1951) ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. გიორგი ნიკოლაძის ცოლის, ჟორჟეტა ღამბაშიძის მამა. სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში. პირველი რესპუბლიკის ხანაში ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი". გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. გასაბჭოების შემდეგ იმყოფებოდა ემიგრაციაში. ვახტანგ ღამბაშიძე იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მის დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი.

ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე და პოლიტიკური მოღვაწე გიორგი მაჩაბელი გემბანზე.
1918.
Doctor Vakhtang Ghambashidze and Georgian politician and perfomer Giorgi Matchabelli on the deck.
ტრაპიზონში, ოსმალეთთან ამიერკავკასიის სეიმის მოლაპარაკებებში ვახტანგ ღამბაშიძე დრაგომანის (თარჯიმანი) სტატუსით იღებდა მონაწილეობას. დელეგაციის წარმომადგენელთა შორის იყო გიორგი მაჩაბელი.
გიორგი მაჩაბელი (1885-1935) ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ბერლინის სამთო აკადემიის კურსდამთავრებული ინჟინრის სპეციალობით. ივანე მაჩაბლის ძმისწული. ცნობილი იტალიელი მსახიობის, ნორინა ჯილის (იგივე მარია კარმი) მეუღლე. თანამშრომლობდა გერმანელებთან რუსეთისგან საქართველოს გათავისუფლების მიზნით. 1914 წელს საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის (იგივე ქართული ეროვნული კომიტეტი) ერთ-ერთი დამაარსებელი. ვახტანგ ღამბაშიძე (1872-1951) ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პარიზის ქართული სათვისტომოს რიგით მეორე თავმჯდომარე. გიორგი ნიკოლაძის ცოლის, ჟორჟეტა ღამბაშიძის მამა. სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეწეოდა საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში. პირველი რესპუბლიკის ხანაში ხელმძღვანელობდა თბილისის უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. 1904 წელს ბორჯომის ხეობაში დააფუძნა სანატორიუმი „პატარა ცემი". გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. გასაბჭოების შემდეგ იმყოფებოდა ემიგრაციაში. ვახტანგ ღამბაშიძე იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის პირადი ექიმი და მის დაკრძალვის მთავარი ორგანიზატორი.

თბილისში, დღევანდელი რუსთაველის გამზირზე, გამართული დემონსტრაცია ბათუმის მხარდასაჭერად. ტრანსფარანტებზე იკითხება ქართული და ფრანგულენოვანი წარწერები: „ბათუმი საქართველოა“, LA GEORGIE ET ADJARA SONT INDIVISIBLES („საქართველო და აჭარა განუყოფელია“). უკანა პლანზე მოჩანს კავკასიის მუზეუმი და სომხური ეკლესია.

ფოტო: ვახტანგ ღამბაშიძე.

1920.

Demonstration held on Rustaveli Avenue. People demanding Batumi should stay within the borders of Georgian republic. The posters claim: “Batumi is Georgia”, LA GEORGIA ET ADJARA SONT INDIVISIBLES (“Georgia and Adjara are inseparable”). On the back side Caucasian Museum and Armenian church can be seen.

ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი ეტლიდან სალამს აძლევს ოსმალო მაღალჩინოსნებს. ეტლის უკან ჩანს ენვერ-ფაშა.
სტამბოლი, თურქეთი.

ფოტო: ვახტანგ ღამბაშიძე.

[1918-1922].

Last sultan of the Ottoman Empire Mehmet VI Vahideddin saluting high level officials. At the back Enver-Pasha is could be seen.

Istanbul, Turkey.

Photo: Vakhtang Ghambashidze

ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი სულთანი მეჰმედ VI ვაჰდეთინი ეტლიდან სალამს აძლევს ოსმალო მაღალჩინოსნებს. ეტლის უკან ჩანს ენვერ-ფაშა. სტამბოლი, თურქეთი.
ფოტო: ვახტანგ ღამბაშიძე.
[1918-1922].
Last sultan of the Ottoman Empire Mehmet VI Vahideddin saluting high level officials. At the back Enver-Pasha is could be seen.
Istanbul, Turkey.
Photo: Vakhtang Ghambashidze

აკაკი ჩხენკელი და უცნობი პირები იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის (1772-1815) საფლავთან ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში.
ტრაპიზონი, თურქეთი.

1918.

Akaki Chkhenkeli and unknown persons at the grave of Georgian King Solomon the second (1772-1815) in the yard of St. Georges Greek church in Trabzon.

Trabzon, Turkey.

აკაკი ჩხენკელი და უცნობი პირები იმერეთის მეფის, სოლომონ მეორის (1772-1815) საფლავთან ტრაპიზონის წმინდა გიორგის ბერძნული ეკლესიის ეზოში. ტრაპიზონი, თურქეთი.
1918.
Akaki Chkhenkeli and unknown persons at the grave of Georgian King Solomon the second (1772-1815) in the yard of St. Georges Greek church in Trabzon.
Trabzon, Turkey.

ნიკო ნიკოლაძე, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე ტბის ნაპირას. ნიკო ნიკოლაძეს უჭირავს ვაჟიშვილის, გიორგის ველოსიპედი.
ფოტო: გიორგი ნიკოლაძე.

1903.

Niko Nikoladze, Olgha Guramishvili-Nikoladze, Rusudan Nikoladze, Tamar Nikoladze by the lake. Niko Nikoladze is holding his son Giorgi’s bicycle.

Photo: Giorgi Nikoladze.

„სხვათა შორის პირველი ველოსიპედი ჯიხაიშში და ქვემო იმერეთში ნიკო ნიკოლაძემ შემოიტანა. აღნიშნული ველოსიპედი პირველად აოცებდა და „აფეთებდა“ ხალხს თავისი „უცნაურობით“.

აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია თურქეთში. ცენტრში დგას ნიკო ნიკოლაძე, მარჯვენა მხარეს ივანე ჯავახიშვილი. მარჯვნიდან პირველი: სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი.

Georgian democratic republic delegation to Turkey. Niko Nikoladze and Ivane Javakhishvili among others. First from the right: clergyman from Georgian catholic church in Istanbul
Turkey.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია თურქეთში. ცენტრში დგას ნიკო ნიკოლაძე, მარჯვენა მხარეს ივანე ჯავახიშვილი. მარჯვნიდან პირველი: სტამბოლის ქართული კათოლიკური ეკლესიის სასულიერო პირი.
Georgian democratic republic delegation to Turkey. Niko Nikoladze and Ivane Javakhishvili among others. First from the right: clergyman from Georgian catholic church in Istanbul Turkey.

ნიკო ნიკოლაძე, მიხეილ ლორთქიფანიძე და სხვა პირები

დიდი ჯიხაიში. სამტრედია.
Niko Nikoladze, Mikheil Lortkipanidze and others.
Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

ნიკო ნიკოლაძის დედა, ელისაბედ ლორთქიფანიძე, დიდი ჯიხაიშიდან იყო. ნიკო ბავშვობაშივე იქ იზრდებოდა, თუმცა მისი სამშობლო ქუთაისი იყო. 1886 წელს ნიკომ ადგილობრივ მცხოვრებ მიხეილ და ქაიხოსრო ლორთქიფანიძეებისაგან შეიძინა 20 ჰექტარამდე მიწა და დაიწყო იქ მამულის გაშენება. მისი ძირითადი მიზანი იყო ისეთი საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის მოწყობა, რომელიც ხალხს დახმარებას გაუწევდა სოფლის მეურნეობის კულტურულად მოწყობაში და მის განვითარებაში. ნიკომ ბაბუამისეულ - ფირან ლორთქიფანიძისეულ ეზოში, ააგო ერთსართულიანი ოდა სახლი. ეს სახლი ხონში შეიძინა, ჯიხაიშში ფიცარ-ფიცარ გადმოიტანა და ყავრით დახურა. 1898 წელს სახლი თვით ნიკოს გეგმის მიხედვით გადაკეთდა ორსართულიან სახლად და გადაიხურა „მარსელის“ კრამიტით. სახლს დაემატა სამი ზედა ოთახი და ორი აივანი, ხოლო 1908-1910 წლებში არქიტექტორ ფრიკის პროექტის მიხედვით, ამავე სახლს ნიკომ ქვედა სართულში ერთი ოთახი დაუმატა დიდი „ვენეციური ფანჯრით“.

აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958.

ნიკო ნიკოლაძე, მიხეილ ლორთქიფანიძე და სხვა პირები
დიდი ჯიხაიში. სამტრედია. Niko Nikoladze, Mikheil Lortkipanidze and others. Didi Jikhaishi, Samtredia, Georgia.

ნიკო ნიკოლაძის დედა, ელისაბედ ლორთქიფანიძე, დიდი ჯიხაიშიდან იყო. ნიკო ბავშვობაშივე იქ იზრდებოდა, თუმცა მისი სამშობლო ქუთაისი იყო. 1886 წელს ნიკომ ადგილობრივ მცხოვრებ მიხეილ და ქაიხოსრო ლორთქიფანიძეებისაგან შეიძინა 20 ჰექტარამდე მიწა და დაიწყო იქ მამულის გაშენება. მისი ძირითადი მიზანი იყო ისეთი საცდელ-საჩვენებელი მეურნეობის მოწყობა, რომელიც ხალხს დახმარებას გაუწევდა სოფლის მეურნეობის კულტურულად მოწყობაში და მის განვითარებაში. ნიკომ ბაბუამისეულ - ფირან ლორთქიფანიძისეულ ეზოში, ააგო ერთსართულიანი ოდა სახლი. ეს სახლი ხონში შეიძინა, ჯიხაიშში ფიცარ-ფიცარ გადმოიტანა და ყავრით დახურა. 1898 წელს სახლი თვით ნიკოს გეგმის მიხედვით გადაკეთდა ორსართულიან სახლად და გადაიხურა „მარსელის“ კრამიტით. სახლს დაემატა სამი ზედა ოთახი და ორი აივანი, ხოლო 1908-1910 წლებში არქიტექტორ ფრიკის პროექტის მიხედვით, ამავე სახლს ნიკომ ქვედა სართულში ერთი ოთახი დაუმატა დიდი „ვენეციური ფანჯრით“.
აკაკი დევიძე, „ნიკო ნიკოლაძე დიდ-ჯიხაიშში“. თბილისი. 1958.

ფოთის კოშკი.

Poti Tower.

ქალაქ ფოთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა, რომელიც ნიკო ნიკოლაძის კოშკის სახელითაა ცნობილი. შენობის რეკონსტრუქცია მოხდა ნიკო ნიკოლაძის ფოთის მერად მუშაობის პერიოდში. თავისი მოღვაწეობის წლებში ქალაქ ფოთში, ამავე კოშკში ცხოვრობდა.

მე-5 სართულზე განთავსებულია 1870 წელს დამზადებული  მექანიკური საათი, რომელიც ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა.

გაზეთ "ობზორის" რედაქციის წევრები: ნიკოლაი სიმბორსკი, ნიკოლაი შავროვი და გაზეთის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე.

[1878-1880]

Newspaper OBZOR editorial board: Nikolai Simborski, Nikolai Shavrov, Niko Nikoladze.

ნიკო ნიკოლაძის გაზეთის „ობზორი“ პირველი ნომერი 1878 წლის 1 იანვარს გამოვიდა. არსებობის განმავლობაში გაზეთს მრავალჯერ ჰქონია დავა ცენზურასთან. 1880 წელს „ობზორი“ და „დროება“ ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ პოლემიკაში ჩაება. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ გაზეთების რედაქტორებმა, ნიკო ნიკოლაძემ და ილია ჭავჭავაძემ დუელის გამართვა გადაწყვიტეს. თუმცა, ნიკოლაი სიმბორსკის წყალობით, დუელი ჩაიშალა.

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 170 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა 2013 წლის ივნისში გაიმართა.

ნიკოლაძე-ღამბაშიძეების კოლექციიდან წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც ეროვნულ არქივშია დაცული, ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, მისი მეგობრების წრესა და ოჯახის წევრების ცხოვრებას ასახავენ. ვახტანგ ღამბაშიძე ქართველი ექიმი და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პარიზის ქართული სათვისტიმოს რიგით მეორე თავმჯდომარე იყო.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, ენახა ისტორიული ღირებულების მქონე, აქამდე უცნობი და გამოუქვეყნებელი ფოტოები, რომლებიც ნიკო ნიკოლაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება.

ფოტოები გადაღებულია ნიკო ნიკოლაძის, გიორგი ნიკოლაძის, დავით გურამიშვილისა და ვახტანგ ღამბაშიძის მიერ მე-19 საუკუნის 70-იან - მე-20 საუკუნის 20-იან წლებში.

1972 წელს ფოტომასალის დიდი ნაწილი ეროვნულ არქივს გიორგი ნიკოლაძის დამ, რუსუდან ნიკოლაძემ გადასცა. ნიკოლაძეების კოლექციაში შედის 1958 წელს ალპური კლუბიდან მიღებული ნეგატივებიც. 2012 წლის დასაწყისში მედეა თაბუკაშვილმა არქივს ვახტანგ ღამბაშიძის მიერ გადაღებული, ნინო პალტარაცკაიას დაკრძალვის კადრები, თბილისისა და სტამბოლის ხედები გადასცა. ამავე წელს პარიზში მცხოვრებმა რეზო და ნათელა ნიკოლაძეებმა არქივს ჩააბარეს ვახტანგ ღამბაშიძისა და გიორგი ნიკოლაძის მიერ გადაღებული 157 ნეგატივი მინაზე.

გამოფენის კურატორი: ნინო ძანძავა.