ქართველი სტუდენტები კრონშტადტის ციხეში.
პირველი რიგი, მარცხნიდან მარჯვნივ. სხედან: 1. კოვალევსკი; 2. ევტუშევსკი; 3. იაკობ ისარლიშვილი და 4. გულევიჩი.
მეორე რიგი, სხედან: 1. ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე; 2. ინჟინერი ალხაზოვი; 3. ბესარიონ ღოღობერიძე და 4. გიორგი წერეთელი. მესამე რიგი, დგანან. მარცხნივ სამი ჯარისკაცია. მათ შემდეგ: 1. აბელ ჩოლოყაშვილი; 2. "სოვრემენნიკის"
თანამშრომელი პიოტროვსკი; 3. ფორტუნატოვი; 4. დავით ღოღობერიძე; 5. ვლ. დუკელსკი და 6. კირილე ბეჟანის ძე ლორთქიფანიძე.
1861 წელი.
ნიკო ნიკოლაძე „ობზორის“ რედაქციაში მუშაობისას.
1878 წელი.
გაზეთ "ობზორის" რედაქციის წევრები: ნიკოლაი სიმბორსკი, ნიკოლაი შავროვი და გაზეთის რედაქტორი ნიკო ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძის გაზეთი „ობზორის“ პირველი ნომერი 1878 წლის 1 იანვარს გამოვიდა. არსებობის განმავლობაში გაზეთს მრავალჯერ ჰქონდა დავა ცენზურასთან. 1880 წელს „ობზორი“ და „დროება“ ერთმანეთთან პოლემიკაში ჩაება. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ გაზეთების რედაქტორებმა,
ნიკო ნიკოლაძემ და ილია ჭავჭავაძემ, დუელის გამართვა გადაწყვიტეს, თუმცა ნიკოლაი სიმბორსკის წყალობით დუელი ჩაიშალა.
მარცხნიდან დგანან: ეფროსინე ნიკოლაძე-ჭიჭინაძისა, ნიკო ნიკოლაძე, ანა გოროდეცკაია-მიქაბერიძისა, ორი უცნობი პიროვნება, კონსტანტინე მიქაბერიძე.
სხედან: ბესიკ ჭიჭინაძე (ეფროსინე ნიკოლაძის შვილი), ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა.
ზის ბავშვებში: ნესტორ ღამბარაშვილი, ეკატერინე ნიკოლაძე (შავ კაბაში); ბავშვებში წინ, შუაში: გიორგი ნიკოლაძე (მარცხნიდან მესამე).
სურამი, 1896 წელი.
ნიკო ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა.
ჯიხაიში, 1904 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
აკაკი წერეთელი და ნიკო ნიკოლაძე ეზოში წყალს ასმევენ სახედარს.
დიდი ჯიხაიში, 1909 წელი.
მარცხნიდან დგანან: ანა სოკოლოვსკაია (ფოთის გიმნაზიის მასწავლებელი),
ანა გოროდეცკაია-მიქაბერიძისა, ნიკო ნიკოლაძე, ალექსი ჭიჭინაძე, ბესარიონ ხოფერია.
[ჯიხაიში], 1909 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
უკანა რიგში, მარცხნიდან სხედან: ნიკო ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე.
წინა რიგში, მარცხნიდან: გიორგი ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა.
ფოთი [1910-იანი წლები].
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
მარცხნიდან დგანან: უცნობი პიროვნება, სიმონ ვაშაკიძე (ნიკო ნიკოლაძის მოურავი), უცნობი პიროვნება, გიორგი ნიკოლაძე, ბესარიონ ხოფერია (ადვოკატი)
სხედან: ანასტასია ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის და), დავით მიქელაძე (მეველე),
ეკატერინე ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის და), ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა, მარიამ ტოკარსკაია (არქიტექტორ ტოკარსკის დედა), რუსუდან ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე (მიწაზე ზის). ცალკე დგას ნიკო ნიკოლაძე.
დიდი ჯიხაიში, 1910 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
თამარ ნიკოლაძე, კლარა ტიტელი-გურამიშვილი, ადვოკატი ბესარიონ ხოფერია. უკანა პლანზე: ქეთევან გურამიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე.
ფოთი. 1913 წელი.
ფოტო: დავით გურამიშვილი.
ნიკო ნიკოლაძის შვილები - გიორგი ნიკოლაძე, რუსუდან ნიკოლაძე, თამარ ნიკოლაძე სარკის წინ.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
გიორგი და ნიკო ნიკოლაძეები.
ლონდონი, 1926 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძე თავის ქალიშვილ თამართან ერთად ლონდონში.
1923 წელი.
თამარ ნიკოლაძე (1892-1939) - ფიზიოლოგი. ნიკო ნიკოლაძისა და ოლღა გურამიშვილის შვილი. ერთ-ერთი პირველი ქართველი სპორტსმენი ქალი. სპორტსაზოგადოება „შევარდენის“ წევრი. ნიკო მუსხელიშვილის მეუღლე.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძე და ლოლო (ელისაბედ) ნიკოლაძე (ნიკოს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან).
ფოთი, ნიკო ნიკოლაძის ოთახი.
ნიკო ნიკოლაძეს პირველი ცოლისგან - ბოგუმილა ზემიანსკაიასაგან - ეყოლა სამი შვილი. ამათგან ვაჟი ჩვილობაშივე დაეღუპათ, ნინო (თელიკო) ცოლად გაჰყვა ფრანგ გენერალ ლუი დე კოკეს, ხოლო ელისაბედი (ლოლო) - ცნობილ ბელგიელ მწერალსა და პოლიტიკოს კამილ ჰიუსმანსს. ეს ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და საქართველოში დაბრუნებულმა ლოლომ აბასთუმანში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
თამარ ნიკოლაძე (ზის მარცხნიდან მესამე), ირაკლი წერეთელი, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა, ნიკო ნიკოლაძე.
დგას: რუსუდან ნიკოლაძე ბავშვით - ნიკა პოლიევქტოვით.
დიდი ჯიახიში [1917 წელი].
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძე და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძისა დიდ ჯიხაიშში, საკუთარი სახლის წინ.
1917 წელი.
ნიკოლაზე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
მიხეილ პოლიევქტოვი, რუსუდან ნიკოლაძე ნიკა პოლიევქტოვით ხელში, ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძე და სხვები სახლის ეზოში
დიდი ჯიხაიში, სამტრედია.
მიხეილ პოლიევქტოვი (1872-1942) - ისტორიკოსი. რუსუდან ნიკოლაძის მეუღლე. 1897 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1902 წელს გახდა პრივატ-დოცენტი. 1908 წელს ნაშრომისთვის „რუსეთის პოლიტიკა ბალტიის საკითხში ნიშტადტის ზავის შემდეგ“ (1972-25)
მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1917 წელს აირჩიეს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორად. 1920 წლიდან ცხოვრობდა თბილისში.
1917 წელს პოლიევქტოვმა ჩამოაყალიბა რუსეთის რევოლუციის შემსწავლელი საზოგადოება, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც აგროვებდა ოქტომბრის რევოლუციის უშუალო მონაწილეთა ინტერვიუებს, ზეპირ ამბებსა და დღიურებს. ეს დოკუმენტები ნიკო ნიკოლაძის, რუსუდან ნიკოლაძის და ირაკლი წერეთლის
საბუთებთან ერთად 90 წლის განმავლობაში ინახებოდა საქართველოში, ნიკოლაძეების ოჯახში. 2006 წელს კი კოლექცია შეიძინა ნოტრ დამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ (ავსტრალია).
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძის ვაჟი გიორგი ნიკოლაძე და მისი მეუღლე ჟორჟეტა ღამბაშიძე.
საფრანგეთი, 1928 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთში ნიკო ნიკოლაძის სამუშაო რეზიდენცია რეკონსტრუქციის შემდეგ.
თავდაპირველად ამ შენობის ადგილას ყოფილა ოსმალეთის საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელსაც ოთხივე მხარეს კოშკი ჰქონდა. ოსმალეთისაგან განთავისუფლების შემდეგ, 1870 წელს, ნაგებობა ძირეულად გადააკეთეს და მიაშენეს ორსართულიანი კოშკი კონუსისებრი ხის შპილით.
ნიკო ნიკოლაძემ 1896 წელს ისევ გადააკეთა შენობა, მოხსნა ხის შპილი და კოშკს კიდევ ორი სართული დააშენა, მეხუთე სართულზე კი განათავსა მექანიკური საათი, რომელიც 1870 წელს პარიზში საგანგებოდ დაამზადებინა.
დღეს ეს შენობა ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლია. შენობის ნაწილში განთავსებულია ნიკო ნიკოლაძის პირადი ნივთები, ხოლო მეორე სართულზე - ფოთის მერიის კულტურის სამსახური ფუნქციონირებს.
1902 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთში ნიკო ნიკოლაძის სამუშაო რეზიდენცია რეკონსტრუქციის პროცესში.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთში ნიკო ნიკოლაძის სამუშაო რეზიდენციის პირველადი სახე.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
წიფის გვირაბიდან გამომავალი მატარებელი.
1904 წელი.
წიფის გვირაბის მშენებლობის საკითხი ამიერკავკასიის რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გადაწყდა (1883 წ.). ნიკო ნიკოლაძე უშუალოდ მონაწილეობდა საუღელტეხილო უბნის გადაკეთების პროექტის შერჩევასა და მთავრობასთან მოლაპარაკებებში. წიფის გვირაბის მშენებლობა 1886-1890
წლებში მიმდინარეობდა.
1872 წლის 10 ოქტომბერს თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა. რკინიგზის გაყვანის საქმეს ნიკო ნიკოლაძე ხელმძღვანელობდა.
ამიერკავკასიაში რკინიგზის მშენებლობის აუცილებლობაზე საუბარი XIX საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. 1857 წელს პირველად დაისვა საკითხი ფოთიდან თბილისამდე სარკინიგზო ხაზის გაყვანის საჭიროებაზე.
რკინიგზის ხაზის პირველი უბანი - ფოთი-ყვირილა - 1871 წლის 14 აგვისტოს გაიხსნა. პირველ ხაზზევე გაიხსნა შემდეგი სადგურები: ფოთი, ჭალადიდი, ახალი სენაკი, სამტრედია, ქუთაისი (რიონი) და ყვირილა.
1872 წელს დასრულდა სარკინიგზო ხაზის მეორე უბნის მშენებლობა.
ნიკო ნიკოლაძე აქტიურად იყო ჩაბმული რკინიგზის ხაზის მშენებლობაში. გადმოცემის მიხედვით, როტშილდებსა და მორგანებს ბაქოდან ფოთამდე ნავთობსადენის მშენებლობა ჰქონდათ განზრახული, მაგრამ ნიკო ნიკოლაძემ რუსეთის მთავრობა დაარწმუნა, რომ მილში გამდინარე ნავთობის რაოდენობის
გამოთვლა შეუძლებელი იქნებოდა, სწორედ ამიტომ უნდა გაეხსნათ სარკინიგზო ხაზი, რომლითაც დაიწყებდნენ ნავთობის ტრანსპორტირებას.
1881 წელს ნიკო ნიკოლაძე ტყიბულის რკინიგზის რწმუნებულად აირჩიეს, მისი ინიციატივით 1883 წელს ტყიბულის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყო. მშენებლობა 1887 წლის 20 მაისს დასრულდა და ტყიბული ქუთაისს დაუკავშირდა, რის წყალობითაც ორივე ქალაქი გადაურჩა ფინანსურ კრახს.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
სამგზავრო მატარებელი სადგურ სამტრედიასთან.
ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1904 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ქუთაისი-ფოთის სარკინიგზო ხაზი.
ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1904 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
სადგურ სამტრედიისკენ მიმავალი მატარებელი.
ფოთი-თბილისის რკინიგზა, 1904 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ხიდი მდინარე რიონზე.
ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით ფოთში აშენდა რამდენიმე ხიდი, რომელთაგან ორი მდინარე რიონზე გადიოდა.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
სამზადისი ფოთის ტაძრის საძირკვლის ჩასაყრელად.
1906 წელი.
1895 წელს ფოთის ტაძრის ასაშენებლად განსაკუთრებული კომიტეტი შეიქმნა. კომიტეტს ხელმძღვანელობდა ნიკო ნიკოლაძე. 1906 წლის 14 სექტემბერს ტაძრის საძირკველი აკურთხა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილმა).
მშენებლობა 8 თვე მიმდინარეობდა; 1907 წლის 22 მარტს ტაძრის გუმბათზე აღიმართა ჯვარი.
არქიტექტორები: ზელენკო და მარფელდი; კანკელის ხატების მხატვარი: დუმიტრაშკო.
ტაძარი კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძრის მცირე ასლია.
1932 წლიდან ფოთის საკათედრო ტაძარი თეატრად გადაკეთდა; 2005 წელს კი ისევ ეკლესიას დაუბრუნდა და აღდგა ღვთისმსახურება.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთის გეგმის ნაწილი, ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ადგილის მითითებით.
1896 წელი, 1 დეკემბერი.
ფოთის მშენებარე ტაძარი.
1906 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ბესიკ ჭიჭინაძე და ეკატერინე ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის და) ფოთის საკათედრო ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის შემდეგ.
1907 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთის ჩრდილო-დასავლეთი.
ფოტო გადაღებულია საკათედრო ტაძრის გუმბათიდან.
1907 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთი.
ფოტო გადაღებულია საკათედრო ტაძრის გუმბათიდან.
1907 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძის კოშკი და მდინარე რიონის ხედი.
ფოტო გადაღებულიa საკათედრო ტაძრის გუმბათიდან.
1907 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
გაყინული მდინარე რიონი.
უკანა პლანზე: ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით აშენებული ფოთის საკათედრო ტაძარი და ხიდი, ასევე კოშკი (ნიკო ნიკოლაძის სამუშაო რეზიდენცია).
[1910-იანი წლები].
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ფოთის პორტში ნიკო ნიკოლაძის მიერ მოწყობილი ახალი ელევატორი.
ფოთის ნავსადგური ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 1889-1905 წლებში შენდებოდა.
[1905-1910]
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ჭიათურა - გადაღებული საქართველოში ჩოგბურთის ფუძემდებლის, იან ჰომერის (1898-1981) სახლის აივნიდან.
1917-1924 წლებში ნიკოლაძე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის საქმეებშია ჩაბმული. 1918 წელს შეუდგენია „პროექტი ჭიათურის შავიქვის სააქციო
საზოგადოების წესდების შეცვლისა“. ამავე წლის დეკემბერში ნიკოლაძე აურჩევიათ აქციონერული საზოგადოების გამგეობის წევრად. ამ დღიდან 1924
წლამდე მისი საზრუნავი გახდა ჭიათურის შავიქვის მრეწველობის აღორძნება, განვითარება და მსოფლიო ბაზარზე გატანა. 1920 წლის აპრილში
საქართველოდან საზღვარგარეთ გაყოლია ეკონომიურ მისიას. იმავე წლის აგვისტოში „ჭიათურის მარგანეცის საექსპორტო სახოგადოებას“ (ЧЭМО) იგი
გაუგზავნია დელეგაციის თავმჯდომარედ. ამ თანამდებობაზე ის დარჩა 1922 წლის თებერვლამდე. ამ ხნის განმავლობაში ნიკოლაძეს ვხედავთ როტერდამში, ლონდონში, პარიზში და ჰააგაში. მიწერ-მოწერა აქვს სტამბოლთან, თბილისთან, სადაც ამ დროს ჩამოყალიბდა „ჩემოს“ ახალი გამგეობა.
ნიკო ნიკოლაძეს შეუდგენია „1924 წლისათვის მარგანეცის პროგრამა“. ნიკოლაძის რჩევით, საქართველოს ეწვია ამერიკელი მრეწველი ჰარიმანი თავისი
კამპანიონებით და საქართვლოს სსრ იმდროინდელმა მთავრობამ მასთან დადო ხელშეკრულება ჭიათურის შავიქვის საექსპლოატაციოდ.
თამარ მაჭავარიანი. „ნ. ნიკოლაძის არქივის კატალოგი“. თბილისი 1964.
ნიკო ნიკოლაძე მეუღლე ოლღა გურამიშვილთან და ქალიშვილებთან, რუსუდან და თამარ ნიკოლაძეებთან ერთად ერქსლებენში, გერმანია.
1902 წელი.
ფოტოს ავტორი: გიორგი ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძის ოჯახი სტუმრად ლევ მეჩნიკოვის ოჯახის ბაღში. ერქსლებენი, გერმანია.
1902 წელი.
ლევ მეჩნიკოვი (1838-1888) - ცნობილი რუსი რევოლუციონერ-ანარქისტი, პუბლიცისტი და გეოგრაფი, ჯუზეპე გარიბალდის თანამებრძოლი და იტალიის განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
გიორგი, თამარ, რუსუდან ნიკოლაძეები და ოლღა გურამიშვილი-ნიკოლაძე სან-მარკოს მოედანზე, ვენეციაში.
1902 წელი.
ფოტოს ავტორი: ნიკო ნიკოლაძე.
ნიკო ნიკოლაძე, მისი მეუღლე, ოლღა გურამიშვილი და ქალიშვილები, რუსუდანი და თამარი.
საფრანგეთი, 1902 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ნიკო ნიკოლაძე თავის ქალიშვილ რუსუდანთან ერთად ეგბელეტის ტბაზე.
საფრანგეთი, 1903 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
ოლღა და ქეთევან გურამიშვილები, გიორგი, თამარ და რუსუდან ნიკოლაძეები, სასტუმროს წინ, მწვერვალ მატერხორნის ფონზე.
შვეიცარია, 1905 წელი.
ნიკოლაძე-ღამბაშიძის ფოტოკოლექცია.
An exhibition organized by the National Archives of Georgia was held in Poti on January 6, 2014, as part of the events dedicated to the 170th anniversary of the birth of Niko Nikoladze and the 155th anniversary of the declaration of Poti as a port city.
Most of the photos selected for the exhibition are part of the Nikoladze-Gambashidze collection and reflect the multifaceted life of Niko Nikoladze's family and friends. Authors of that photographs are: Niko Nikoladze, Giorgi Nikoladze, Davit Guramishvili and Vakhtang Gambashidze in the 70s of the 19th century and the 20-ies of the 20th century.