მარტი 548
en

სემინარი არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომლებისათვის

საქართველოს იუსტიციის სამინიტროს ეროვნული არქივი საქართველოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების თანამშრომელთათვის ერთკვირიან სემინარს ატარებს.

ღონისძიების მიზანია, მონაწილეები გაეცნონ საარქივო საქმისა და საქმისწარმოების ძირითად საკითხებს, ამ მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებსა და მოქმედ საკანონმდებლო ბაზას.

საერთო სასამართლოების დეპარტამენტისა და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები ასევე დაათვალიერებენ ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებსა და დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიას.

სემინარის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ფუნქციაში შედის დაწესებულებათა არქივების მუშაობასა და ეროვნულ არქივში ჩასაბარებლად დაწესებულებათა დოკუმენტაციის მომზადებაზე ორგანიზაციულ-მეთოდიკური ხელმძღვანელობა. სწორედ ამიტომ, ეროვნული არქივი სახელმწიფო სამსახურების არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სემინარებს პერმანენტულად ატარებს.