მარტი 548
en

საქართველოს ოკუპაციის შესახებ „ლევილისა“ და „ჰარვარდის“ კოლექციებში დაცული მასალები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცულ ლევილისა და ჰარვარდის  დოკუმენტების კოლექციებშია უნიკალური მასალები, რომელიც 1921 წლის თებერვალში წითელარმიელთა საქართველოში შემოსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას ასახავს. 
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მთავრობის მეთაურის ნოე ჟორდანიას და მთავრობის წევრების აკაკი ჩხენკელის, კარლო ჩხეიძის და სხვათა პირადი ფონდები ინახავს წერილებს, დეპეშებს, ცნობებს, გამოსვლისა და მიმართვის ტექსტებს საქართველოს მოსახლეობისადმი 1921 წლის თებერვლის დღეებში, ინფორმაციებს საოკუპაციო ჯარის საქართველოში შემოჭრასთან, მიმდინარე ბრძოლასთან დაკავშირებით, მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოდან ემიგრაციის თაობაზე. 
ლევილისა და ჰარვარდის კოლექციები ასახავს იმ სამუშაოსაც, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი ხელისუფლება ატარებდა მსოფლიო საზოგადოებრიობისათვის საქართველოს ოკუპაციაზე ინფორმაციის მიწოდებისათვის. აქ არის საპროტესტო წერილები, გამოსვლები საერთაშორისო შეხვედრებზე, პუბლიკაციები, ინტერვიუბი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისათვის დაგზავნილი ინფორმაცია საქართველოს ოკუპაციის შესახებ.