მარტი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიის ხელმძღვანელი თამარ გაგნიძე დღეს უკრაინაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, მეცნიერება და პრაქტიკა“. 
ღონისძიება კიევში 22-24 სექტემბერს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის არქივის, ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თამარ გაგნიძე კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს მოხსენებას „ბიოლოგიური დაზიანებები და მათთან ბრძოლის მეთოდები საქართველოს ეროვნული არქივში“.   
კონფერენციის ორგანიზატორია უკრაინის ეროვნული სამეცნიერო-კვლევითი სარესტავრაციო ცენტრი. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე: მუზეუმების, არქივებისა და ბიბლიოთეკის ფონდების შენახვის საკითხები; ისტორიულ-კულტურული ძეგლების შენახვის პირობები; მიკროკლიმატის უზრუნველყოფის სისტემები; ბიოლოგიური დაზიანებები; ისტორიულ კულტურული ძეგლების ეკოლოგიური, ფიზიკური და ქიმიური კვლევა.