მარტი 548
en

„სადღესასწაულო“ წმინდა ბარბარეს მსახურებით - კვირის დოკუმენტი

„კვირის დოკუმენტის“ ფარგლებში ეროვნული არქივი წარმოგიდგენთ „სადღესასწაულოს“ ერთ-ერთ უძველეს - XIII საუკუნის - ხელნაწერს წმიდა ბარბარეს მსახურებით.

წმიდა ბარბარეს ხსენება უძველეს ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში გვხვდება.

ბარბარობა 4/17 დეკემბერს აღინიშნება ერთ-ერთი მსოფლიო მამის, იოანე დამასკელის, ხსენებასთან ერთად.

დოკუმენტი განთავსდა როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე - http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტის“ მიზანია, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.