მარტი 548
en

პატრიარქის ანგელოზის დღეს გამოფენა მიეძღვნა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის საგამოფენო დარბაზში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის კათოლიკოს-პატრიარქი თეოდორე II, იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია და სხვები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, წმინდა ილია მართალთან დაკავშირებული დოკუმენტები; საპატრიარქოს, საპატრიარქოს ქართული რეწვის განყოფილების; მოსე თოიძის სამხატვრო პროფესიული ცენტრის; ელენე ახვლედიანის სახელობის საბავშვო გალერეის; მხატვრების ემილ ბურჯანაძის, იაგო დეკანოზიშვილის და სხვათა ნამუშევრები.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.