მარტი 548
en

მომსახურების სტატისტიკა

საქართველოს ეროვნული არქივი 2016 წლის პირველ ნახევარში 50 300-ზე მეტ მოქალაქეს მოემსახურა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომსახურებით 2016 წლის 6 თვის განმავლობაში 50 300-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

ეროვნული არქივის ცენტრალური, ასევე რეგიონული და ადგილობრივი არქივებიდან მოქალაქეებმა 50 200 ცნობა მიიღეს.

ეროვნულ არქივში დაცული მასალებიდან მოქალაქეები, ძირითადად, ითხოვენ შემდეგ დოკუმენტებს: დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, რეაბილიტაციის, სამუშაო სტაჟის დამადასტურებელ ცნობებს; გენეალოგიური და ბიოგრაფიული ხასიათის ინფორმაციას; ქონებრივი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. 

ეროვნული არქივის საცნობარო მომსახურების მიღება შესაძლებელია: იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში. 

ამავე პერიოდში ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზებში 1014-მა მკვლევარმა იმუშავა, რომელთაგან 57 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. მათი კვლევის თემები იყო: რუსეთის იმპერიის პოლიტიკა კავკასიაში 1856-1876 წლებში; ყარაბაღის სახანო მე-19-მე-20 საუკუნეებში; ებრაული საგანმანათლებლო დაწესებულებები მე-20 საუკუნის საქართველოში და ა.შ.