მარტი 548
en

კვირის დოკუმენტი - ნატო ვაჩნაძე ბერლინში, გადასაღებ მოედანზე

ნატო ვაჩნაძე მხატვრული ფილმის, „ცოცხალი გვამის“ გადამღები ჯგუფის წევრებთან ერთად. ბერლინი. 1928 წელი.

ფოტო ეროვნული არქივის პროექტის - კვირის დოკუმენტის - ფარგლებში ქვეყნდება. 

ლევ ტოლსტოის ნაწარმოების ეკრანიზაცია საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პირველი ერთობლივი ნამუშევარია.

ფოტოზე: ზედა რიგში მარცხნიდან მესამე რუსი მსახიობი ვლადიმერ ურალსკი და მეოთხე - გერმანელი მსახიობი კარლ იუნგ სვინბურნი.  

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.