აპრილი 548
en

კვირის დოკუმენტი - ბიჭვინთის ტაძარი, Х საუკუნე

ბიჭვინთის ტაძარი (X საუკუნე) თავდაპირველად ბიჭვინთის საეპისკოპოსოს ცენტრს, ხოლო შემდეგ - XIV - XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო ტახტს წარმოადგენდა.

დაცულია ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის ფოტოკოლექციაში (1890-1910 წლები).

ფოტო ეროვნული არქივის პროექტის - კვირის დოკუმენტის - ფარგლებში ქვეყნდება. 

ფოტოს ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.