მარტი 548
en

ეროვნულ არქივში გამოფენა „XX საუკუნის თბილისი“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „XX  საუკუნის თბილისი“ გაიხსნა. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია თბილისის არქივსა და საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალები გასულ საუკუნეში თბილისის აღმშენებლობის, დედაქალაქის მმართველობის შესახებ; ქალაქის თავების, აღმასკომის თავმჯდომარეების, მერების ფოტოები და ინფორმაცია მათი მოღვაწეობის თაობაზე. 
ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა ექსპოზიციის გახსნისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს გამოფენაზე წარმოდგენილი, ინჟინერ გიორგი ბეჟანიშვილის პირად ფონდში არსებული თბილისის პანორამული ფოტოები, რომელიც მეოცე საუკუნის 50-60-იან წლებშია გადაღებული და დღემდე არ ყოფილა გამოფენილი. 
საისტორიო ცენტრალური არქივის საცავებიდან გამოფენაზე წარმოდგენილია მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები: სახლების, სასწავლებლების, თეატრების, სხვა დაწესებულებების შენობის ნახაზები, ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.  
გამოფენა 24 დეკემბერს დაიხურება. დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.