მარტი 548
en

აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში დღეს  აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივების დირექტორთა ატესტაცია გაიმართა.
ატესტაციაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი არქივის დირექტორები: კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან, ასევე, თბილისის არქივის დირექტორი. 
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თეონა იაშვილის თქმით, ატესტაციის მიზანია ატესტაციაში მონაწილე პირის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა და, შესაბამისად, ეროვნული არქივის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.
ატესტაციის ძირითადი მოთხოვნებია: სახელმწიფო ენის, ნორმატიული აქტების ცოდნა, ასევე, კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. თანამდებობრივი მოვალეობის შესასრულებლად ადგილობრივი არქივის დირექტორისთვის აუცილებელია: არქივმცოდნეობის, საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციისა და საარქივო საქმის მართვის ძირითადი დებულებების, ცნებებისა და მეთოდიკის ცოდნა.
ატესტაცია ტესტირების ფორმით ჩატარდა. 
აღსანიშნავია, რომ ატესტაცია 22 დეკემბერს ატესტაცია ჩაუტარდათ  დასავლეთ საქართველოს რეგიონის ადგილობრივი არქივის დირექტორებს. 
ატესტაციის შედეგები ორ დღეში გახდება ცნობილი.