მარტი 548
en

26-28 სექტემბერი - ეროვნული არქივის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „არქივმთცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 2019 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართება.

კონფერენციის მიზანია: სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს თეზისების გამოგზავნა მიმდინარე წლის 28 ივნისამდე შეუძლიათ.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეროვნული არქივის ორგანიზებით წელს უკვე მეოთხედ ტარდება, მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნების ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); საბუნებისმეტყველო კვლევები; კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.