მარტი 548
en

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - 2019

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“ 2019 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართა.

ღონისძიება ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA-ს) თავმჯდომარემ, მალტის ეროვნული არქივის დირექტორმა, კონფერენციის საპატიო სტუმარმა ჩარლზ ჯ. ფარუჯამ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გახსნეს.

კონფერენციის მონაწილეებს ვიდეომიმართვით მიესალმა არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA-ის) პრეზიდენტი დევიდ ფრიკერი.

სამდღიან კონფერენციაში 170-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობდა.

კონფერენციის წარმართვის, სექციების მუშაობის, მომხსენებლებისა და თემების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ კონფერენციის პროგრამაში.