მარტი 548
en

ისტორია

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეული.

ცენტრალური არქივის პროფილი, კომპეტენცია და სტრუქტურა განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დებულებით.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის პროფილური, 1921 წლის შემდეგ შექმნილი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წერილობითი დოკუმენტებით შევსებას, უზრუნველყოფს მათ მუდმივ შენახვას და ეწევა ზემოხსენებულ დოკუმენტებთან დაკავშირებულ სოციალურ, კულტურულ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო საჯარო საქმიანობას.

ცენტრალურ არქივში დაცულია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის: სასამართლო, საკანონმდებლო და უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების,  მეცნიერებისა და ტექნიკის, განათლების, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების, სპორტული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარქივო ფონდები. აგრეთვე, გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნიკის, კულტურის, ლიტერატურისა და ხელოვნების, სპორტის სახელოვან წარმომადგენელთა პირადი წარმოშობის ფონდები.

სულ უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში ინახება 1117  ფონდის  967121  შესანახი  ერთეული. ასევე პირადი  შემადგენლობა - 60 ფონდის 120022  შესანახი  ერთეული.

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი საქმიანობის საგნისა და პროფილიდან გამომდინარე:

  • ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვასა და მათი შენახვის პირობების მონიტორინგს; დოკუმენტების აღრიცხვას ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების რაოდენობის, შემადგენლობისა და მდგომარეობის ოპტიმიზაციის მიზნით; ორგანიზაციას უწევს მათ რესტავრაციასა და კონსერვაციას, განსაკუთრებული ღირებულების მქონე დოკუმენტებზე სადაზღვევო და სარგებლობის ფონდების შექმნას;
  • ადგენს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციებისა და პირადი წარმოშობის დოკუმენტების მფლობელთა სიებს, განსაზღვრავს ეროვნული საარქივო ფონდისადმი  დოკუმენტების მიკუთვნების საკითხებს;
  • ორგანიზებას უწევს საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების დოკუმენტების, აგრეთვე, პირადი წარმოშობის დოკუმენტების შერჩევასა და ცენტრალურ არქივში შენახვისათვის მიღებას;
  • ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობის ოპტიმიზაციის მიზნით, ახორციელებს ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების მიზნობრივ შემფასებელ ექსპერტიზას;
  • აწამოებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებათა საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის შემოწმებას, ითანხმებს დაწესებულებათა საქმისწარმოების ინსტრუქციებს, საექსპერტო კომისიების დებულებებს, საქმეთა ნომენკლატურებს, აკონტროლებს ამ დაწესებულებათა საექსპერტო კომისიების მუშაობას და ამტკიცებს მუდმივად შესანახ საქმეთა ანაწერებს;
  • ამოწმებს დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში საარქივო საქმისწარმოებაში არსებული წესების დაცვის კონტროლს და ზედამხედველობს მათ შესრულებაზე; მეთოდიკურ და პრაქტიკულ დახმარებას უწევს დაწესებულებათა არქივებს დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფისა და მოწესრიგების სამუშაოთა შესრულებაში;
  • ახორციელებს ცენტრალური არქივის დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემის შექმნასა და განვითარებას, ინფორმაციის ძიების ელექტრონულ სისტემათა დანერგვას, უზრუნველყოფს პირადი წარმოშობის დოკუმენტების აღწერას;
  • ამზადებს ინფორმაციას ცენტრალური არქივში დაცული დოკუმენტების შესახებ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და სოციალურ-კულტურული მიზნებით გამოსაყენებლად; დადგენილი წესით გასცემს საარქივო დოკუმენტების პირებსა და სოციალურ-უფლებრივი ხასიათის ცნობებს საარქივო დოკუმენტების მიხედვით, უზრუნველყოფს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზის მუშაობას;
  • აქვეყნებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს, საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას ცენტრალურ არქივში დაცული დოკუმენტების შემადგენლობისა და შინაარსის შესახებ, აწყობს და ატარებს საარქივო დოკუმენტების გამოფენებს და სხვა ღონისძიებებს საარქივო დოკუმენტების პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებში.

ცენტრალურ არქივს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელიც წარმართავს  არქივის ძირითად საქმიანობას.
შესაბამისი პროფილის დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგების დამტკიცებისა და მათი ეროვნული საარქივო ფონდისადმი მიკუთვნების საკითხების განხილვის მიზნით, ცენტრალურ არქივში მოქმედებს სათათბირო ორგანო - საექსპერტო-შემმოწმებელი კომისია.