მარტი 548
en

ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტების მართვის განყოფილება

მიზნები და ფუნქციები:

  • ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის სისტემატურ შევსებას იმ პროფილური დოკუმენტებით, რომლებსაც გააჩნია ისტორიული, სამეცნიერო, კულტურული, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი ღირებულება და წარმოიქმნა ქუთაისის მხარის (გუბერნიის) სახელმწიფო ხელისუფლების, მართვისა და თვითმმართველობის ორგანოების და შესაბამის ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციების, სსიპ-ების საქმიანობის პროცესში; აგრეთვე, იმ პირების, რომელთაც თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა დარგების განვითარებაში;
  • მუშაობს არქივის დაკომპლექტების წყარო-ორგანიზაციების და პირადი წარმოშობის დოკუმენტების მფლობელთა სიების (№№ 1, 2, 3 ) შედგენასა და განახლებაზე;
  • ახორციელებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებებს;
  • ორგანიზებას უწევს ცენტრალური არქივის სშკ-ის მუშაობას და, უფლებამოსილების ფარგლებში, ორგანიზაციულ-მეთოდიკურ დახმარებასა და კონტროლს დაწესებულებათა საექსპერტო კომისიების, საუწყებო არქივების მუშაობასა და საქმისწარმოებაში დოკუმენტთა ორგანიზაციის სრულყოფას;
  • ახორციელებს ცენტრალურ არქივში დაცული საარქივო ფონდების მიზნობრივ შემფასებელ ექსპერტიზას;
  • ამოწმებს დაწესებულებების საექსპერტო კომისიის, არქივის დებულებების, საქმისწარმოების ინტრუქციის, საქმეთა ნომენკლატურის შედგენის სისწორეს;
  • აწარმოებს ცენტრალური არქივის დაკომპლექტების წყარო-დაწესებულებებში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების მოცულობისა და მდგომარეობის სტატისტიკურ აღრიცხვას.

 

განყოფილების  თანამშრომლები

1 ეთერ ასათიანი უფროსი (0431) 250105 easatiani@archives.gov.ge
2 მარინა მიქაძე უფროსი სპეციალისტი   marinamikadze@archives.gov.ge