მარტი 548
en

ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება

განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები:

  • ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში დაცული ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ძიების ტრადიციული და ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა;
  • ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებით სარგებლობის ორგანიზაცია, მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული სისტემების შექმნა და განვითარება;
  • ეროვნული არქივის მუშაობის ორგანიზაცია საარქივო დოკუმენტებით სარგებლობისა და მათი პუბლიკაციის დარგში. საქმიანობის ამ მიმართულების მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების ანალიზი, ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების პერსპექტიული თემატიკის, ფორმებისა და მეთოდების განსაზღვრა;
  • ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის პროექტის შემუშავება და დასამტკიცებლად მომზადება;
  • საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირების საინფორმაციო მოთხოვნილებების ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით დაკმაყოფილების, ცენტრალური არქივების სამკითხველო დარბაზების მუშაობისა და საქართველოს და საზღვარგარეთის მოქალაქეთა სოციალურ-უფლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულების ორგანიზაცია, საარქივო ინფორმაციის გაცემის წესის დაცვისა და პერსონალის მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებასთან ერთად, საარქივო დოკუმენტების გამოფენების მომზადების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების გამოყენების, ეროვნულ არქივში ექსკურსიების, ლექციებისა და გაკვეთილების ჩატარების უზრუნველყოფა;
  • წინადადებების მომზადება ეროვნული არქივის მიერ გასაწევი ფასიანი მომსახურების სახეობების შესახებ, ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურების პრაქტიკის ანალიზი, ფასიანი მომსახურების გაწევის დასაბუთებისა და წესის დაცვის კონტროლი;
  • „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების გამოყენების პრაქტიკის განზოგადება განყოფილებისათვის პროფილურ საკითხებზე, კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება და ეროვნული არქივის ხელმძღვანელობისთვის წარდგენა განსახილველად;
  • საარქივო საქმის განვითარების პერსპექტივებისა და მიმდინარე გეგმების განსაზღვრა, ცენტრალური და ადგილობრივი არქივების მუშაობის შედეგების ანალიზი და განყოფილებისათვის პროფილური მიმართულებების მიხედვით;
  • ეროვნული საარქივო ფონდის საარქივო ინფორმაციის ძიებისა და მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სისტემების შემუშავებისა და დოკუმენტებით სარგებლობის ტექნიკური უზრუნველყოფის ანალიზი, წინადადებების მომზადება ახალი ტექნიკის შეძენისა და დანერგვის ორგანიზაციის შესახებ;
  • ეროვნული არქივის მომსახურეთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება ან/და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება განყოფილებისათვის პროფილურ საკითხებზე;
  • ეროვნული არქივის სერვისების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება იუსტიციის სახლების, საზოგადოებრივი ცენტრებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოპერატორებისათვის;
  • სამსახურებრივი კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი პასუხების მომზადება/რეაგირება;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

განყოფილების თანამშრომლები:

1   უფროსი     
2 ნატო მუმლაძე მოადგილე (032) 2 373913 nmumladze@archives.gov.ge
3 ელა გაბისონია მთავარი სპეციალისტი   egabisonia@archives.gov.ge
4 ბექა ფეროიანი უფროსი სპეციალისტი   bpheroiani@archives.gov.ge
5 ალვინა აფანასევა უფროსი სპეციალისტი   aaphanaseva@archives.gov.ge
6 მარიტა სეფაშვილი სპეციალისტი   masephashvili@archives.gov.ge
7 დიანა კონჯარია სპეციალისტი   dkonjaria@archives.gov.ge